GP2X

პორტატიული სათამაშო კონსოლი

GP2XLinux-ზე დაფუძნებული მეშვიდე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი და პორტატიული მედიაპლეერი, შექმნილი და გამოცემული სამხრეთ კორეული კომპანია GamePark Holdings-ის მიერ. გამოვიდა მხოლოდ სამხრეთ კორეაში 2005 წლის 10 ნოემბერს. მის წინაპრად მიჩნეულია კომპანია Game Park-ის მიერ წელს გამოცემული კონსოლი GP32

GP2X
მწარმოებელი GamePark Holdings
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეშვიდე თაობა
გამოშვების თარიღი 10 ნოემბერი, 2005
მედია Secure Digital
პროცესორი ორმაგი პროცესორი:
200 მჰც Host ARM920T200
200 მჰც ARM940T
მეხსიერება 64 მბ
წინა GP32
შემდეგი GP2X Wiz

GP2X გათვლილი იყო როგორც Hombrew, ასევე კომერციული თამაშების დეველოპერთათვის. იგი ძირითადად გამოიყენებოდა პლატფორმების, Neo Geo, Sega Genesis/Mega Drive, Sega Master System, Sega Game Gear, Amstrad CPC, Commodore 64, Nintendo Entertainment System, TurboGrafx-16-სა MAME-ის თამაშების ემულირებისთვის.

GP2X გააჩნდა მუსიკის დაკვრის, ფოტოების დათვალიერებისა და ვიდეოების ნახვის შესაძლებლობა. მასზე ხელმისაწვდომი იყო კომერციული თამაშების მეტად მცირე რაოდენობა, რომელთა შორისაა „Vektar“, „Payback“, „Quartz²“, „Retrovirus RTS“, „Wind and Water“, „Puzzle Battles“ და „Blazar“. 2009 წელს გამოვიდა კომპანიის მორიგი კონსოლი GP2X Wiz.[1][2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=GP2X&oldid=3941962“-დან