Fifth Harmony ამერიკული გოგონებისგან შემდგარი მუსიკალური ჯგუფი, რომელიც შეიქმნა მაიამიში 2012 წელს. მისი წევრები არიან ალი ბრუკი, ნორმანი, დაინა ჯეინი, ლორენ ხურეგი და კამილა კაბელიო, რომელმაც ჯგუფი 2016 წლის, 18 დეკემბერს დატოვა.[2][3] Fifth Harmony შეიქმნა საიმონ კოუელის გადაწყვეტილებით 2012 წლის The X Factor-ში. მათი სამი სტუდიური ალბომი შევიდა Billboard 200-ის ტოპ-ათეულში.

Fifth Harmony

ბიოგრაფია
წარმოშობა მაიამი, ფლორიდა, აშშ[1]
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2012-2018
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები კამილა კაბელიო
საიტი fifthharmony.com
Fifth Harmony ვიკისაწყობში

ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო სინგლი „Miss Movin' On“. 2015 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი „Reflection“, რომელმაც მიიღო ოქროს სერთიფიკატი ამერიკის შეერთებულ შტატებში.[4] ალბომში შედის სიმღერები: „Boss“, „Sledgehammer“ და „Worth It“. ამათ მოიპოვეს 3X პლატინის სერთიფიკატი აშშ-ში და ცამეტ ქვეყანაში შევიდა ტოპ ათეულებში. ამავე წელს გამოვიდა სიმღერა „Work from Home“, რომელიც შემავალია ალბომ 7/27-ში და გახდა Billboard Hot 100-ის ტოპ-ათეულში შესული ჯგუფის პირველი სიმღერა.[5] 2017 წელს გამოვიდა ალბომი „Fifth Harmony“.

მათ აღებული აქვთ რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ოთხი iHeartRadio Music Awards, სამი MTV Europe Music Awards, ოთხი MTV Video Music Awards, ერთი American Music Award, ერთი Billboard Women in Music და ექვსი Teen Choice Awards. 2016 წლის დეკემბრისთვის, აშშ-ში, ჯგუფს გაყიდული ჰქონდა 456,000 ტოტალური ალბომი, 7 მილიონი სიმღერა და მოპოვებული აქვს 1,6 მილიარდი სტრიმი.[6] 2018 წლის მარტში, ჯგუფისთვის დაიწყო პერიოდი, როდესაც მათ შეწყვიტეს თავიანთი საქმიანობა. ახლა ისინი, როგორც დამოუკიდებელი არტისტები ისე მოღვაწეობენ.

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bio: Fifth Harmony. Fifth Harmony Official. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი, 2016. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2015.
  2. Warner, Sam. Fifth Harmony will continue as a four-piece as Camila Cabello quits the band. ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2017.
  3. Kennedy, Gerrick D.. And then there were four: Camila Cabello departs Fifth Harmony. ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2017.
  4. Fifth Harmony's "Reflection," Halsey's "Badlands" Certified Gold As RIAA Adds Track Sales, Streams en-US. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2016.
  5. Trust, Gary. (4 აპრილი, 2016) Work' Week: Rihanna Tops Hot 100 for Seventh Week, Fifth Harmony Earns First Top 10 Hit. Billboard. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2016.[მკვდარი ბმული]
  6. Anderson, Trevor (19 დეკემბერი, 2016). „Fifth Harmony's Billboard Chart Highlights: The First Chapter“. Billboard. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Fifth_Harmony&oldid=4638747“-დან