Felicior Augusto, melior Traiano ან Sis felicior Augusto, melior Traiano (ლათ. „იყავ ავგუსტუსზე ბედნიერი [და] ტრაიანეზე უკეთესი“) — ფორმულა, რომელსაც რომის გვიანდელი იმპერატორების ინაუგურაციისას წარმოთქვამდნენ სენატში.[1] ფრაზა ეხება იმპერიის კეთილდღეობას ავგუსტუსისა და ტრაიანეს მმართველობის პერიოდებში. გარკვეულწილად, იგი ახმიანებს ტრაიანეს ტიტულს (ოპტიმუსი — საუკეთესო)[2] და გამოხატავს სენატის მოგონებას ტრაიანეზე, როგორც საიმპერიო თავმდაბლობის მაგალითზე. ფრაზას, სულ მცირე, IV საუკუნემდე მაინც იყენებდნენ,[2] როდესაც რომის იმპერია მკვეთრად შეიცვალა იმისგან, რასაც იგი ტრაიანეს მმართველობისას წარმოადგენდა.[3]

ავგუსტუსი (მარცხნივ) და ტრაიანე.

სქოლიო რედაქტირება

  1. Eutropius, Breviarium, 8.5.3
  2. 2.0 2.1 Chenault, Robert R. (2008). Rome Without Emperors: The Revival of a Senatorial City in the Fourth Century CE. ProQuest, გვ. 108. 
  3. Trajan. UNRV History. ციტირების თარიღი: 28 November 2012.