ტალია დებრეტ ბარნეტი (ინგლ. Tahliah Debrett Barnett;[1] დ. 16 იანვარი, 1988), ცნობილი სასცენო სახელით FKA twigs, — ბრიტანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და მოცეკვავე, წარმოშობით გლოსტერშირიდან.[2] „FKA“, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ნიშნავს „Formerly Known As“ (ქართ. ადრე ცნობილი როგორც).[3][4] ბარნეტის პირველი გამოჩენა მუსიკალურ ინდუსტრიაში მოხდა მინი-ალბომებისEP1 (2012) და EP2 (2013) — გამოშვებით. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, LP1, გამოვიდა 2014 წლის აგვისტოში და მიაღწია მე-16 პოზოციას ბრიტანეთის ალბომების ჩარტში-ში და 30-ე პოზიციას ამერიკულ ბილბორდ 200-ში. მისი მეასმე მინი-ალბომი, M3LL155X, გამოვიდა 2015 წლის 13 აგვისტოს.

FKA twigs

FKA twigs, 2015
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტალია დებრეტ ბარნეტი
აგრეთვე ცნობილი როგორც FKA twigs
დაბ. თარიღი 16 იანვარი, 1988 (1988-01-16) (36 წლის)
დაბ. ადგილი ჩელტნემი, გლოსტერშირი
წარმოშობა გლოსტერშირი, გაერთიანებული სამეფოს დროშაბრიტანეთი
ჟანრ(ებ)ი ელექტრონული, ექსპერიმენტული, ტრიპ-ჰოპი, ალტერნატიული R&B, ინდიტრონიკა
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მოცეკვავე
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, სინთეზატორი, დრამები
აქტიური 2012-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Young Turks
საიტი fkatwi.gs
FKA twigs ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

ტალია ბარნეტი დაიბადა გლოსტერშირში 1988 წელს.[5] მისი მამა — იამაიკელი, ხოლო დედა, ყოფილი მოცეკვავე და გიმნასტი — ინგლისელის და ესპანელის ნარევი.[6] გაიზარდა გლოსტერშირში და სწავლობდა წმინდა ედუარდის სახელობის კერძო კათოლიკურ სკოლაში. 17 წლის ასაკში გადავიდა ლონდონში, რათა დაეწყო მოცეკვავის კარიერა.[7] მან მონაწილეობა მიიღო ისეთი ცნობილი არტისტების მუსიკალურ ვიდეოებში, როგორებიც არიან კაილი მინოუგი, ედ შირანი და ტაიო კრუზი. ცეკვავდა ჯესი ჯეის კლიპებში „Do It Like a Dude“ (2010) და „Price Tag“ (2011).[8]

ის გახდა ცნობილი როგორც Twigs (ქართ. ტოტები) სახსრებში ხრაშუნის გამო. მან თავის სახელს დაუმატა აბრევიატურა FKA (Formerly Known As; ქართ. ადრე ცნობილი როგორც), რადგან სხვა არტისტმა სახელით Twigs შეიტანა მის წინააღმდეგ საჩივარი არაკანონიერი გამოყენების გამო.[6]

მუსიკალური კარიერა რედაქტირება

Twigs-მა დამოუკიდებლად გამოუშვა თავისი მუსიკალური დებიუტი, EP1, Bandcamp-ზე 2012 წლის 4 დეკემბერს. ასევე ატვირთა საკუთარ YouTube-არხზე ყოველი სიმღერის მუსიკალური ვიდეო. 2013 წლის 1 აგვისტოს Twigs-მა გამოაქვეყნა კლიპი მის პირველ სინგლზე „Water Me“. ვიდეო გადაიღო ჯესი კანდამ.[9] 2013 წლის 6 აგვისტოს გაზეთმა The Guardian განათავსა ბარნეტის მასალა რუბრიკაში „დღის ახალი ჯგუფი“ და დაახასიათა ის როგორც „გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო მაგალითი არამიწიერი R&B-ს წარმოსადგენად“.[4]

Twigs-ის მეორე მინი-ალბომი, EP2, გამოვიდა 2013 წლის 10 სექტემბერს, ლეიბლზე Young Turks.[10] მისი პროდიუსერები იყვნენ Twigs და Arca. Pitchfork-მა მიანიჭა ჩანაწერს რეიტინგი 8/10.[11] 2013-ის დეკემბერში ტალია იყო ნომინირებული ბი-ბი-სის გამოკითხვაში Sound of 2014 და იქნა არჩეული სერვის Spotify-ის მიერ სიისთვის Spotlight on 2014. ასევე Twigs შევიდა ჟურნალ ბილბორდის სიაში „14 Artists to Watch in 2014“.[12] მისი სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით LP1, გამოუშვა 2014 წლის აგვისტოში ლებლმა Young Turks.[13] 2015 წლის 13 აგვისტოს FKA twigs-მა გამოუშვა რიგით მესამე მინი-ალბომი M3LL155X (იკითხება როგორც „მელისა“). ინტერნეტ-გამოცემა Pitchfork-მა მიანიჭა მას 8.6/10.[14]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

2015 წლის აპრილში დადასტურდა, რომ ბარნეტი დანიშნულია მსახიობ რობერტ პატინსონზე.[15][16]

დისკოგრაფია რედაქტირება

  • EP1 (2012)
  • EP2 (2013)
  • LP1 (2014)
  • EP: M3LL155X (2015)
  • Magdalene (2019)
  • Caprisongs (2022)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. FKA twigs complete name. Genes Reunited.
  2. Barna, Ben. (11 September 2013) FKA Twigs Factsheet: Everything We Know About the Shadowy Singer. Bullett Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 6 January 2014.
  3. Album Review: FKA Twigs – EP2. Consequence of Sound (7 October 2013). ციტირების თარიღი: 6 January 2014.
  4. 4.0 4.1 Paul Lester. New band of the day (FKA twigs 1,569) | Music. theguardian.com. ციტირების თარიღი: 6 January 2014.
  5. results for "Tahliah Barnett" in England & Wales Births 1837-2006. www.genesreunited.co.uk. ციტირების თარიღი: 10 January 2014.
  6. 6.0 6.1 Rising: FKA twigs. Pitchfork (1 August 2013). ციტირების თარიღი: 10 January 2014.
  7. Artist Biography by Heather Phares. FKA Twigs | Biography. AllMusic. ციტირების თარიღი: 6 January 2014.
  8. Carrie Battan. (22 July 2014) Interviews: FKA twigs. Pitchfork. ციტირების თარიღი: 6 August 2014.
  9. FKA twigs – "Water Me" Video. Stereogum. ციტირების თარიღი: 6 January 2014.
  10. FKA twigs - EP2 / Young Turks. Theyoungturks.co.uk (17 September 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 6 January 2014.
  11. FKA twigs: EP2 | Album Reviews. Pitchfork (19 September 2013). ციტირების თარიღი: 6 January 2014.
  12. 14 Artists to Watch in 2014. Billboard (13 January 2014).
  13. „FKA twigs Announces Debut Album LP1“.
  14. „Pitchfork M3LL155X“.
  15. Robert Pattinson and FKA twigs Are Engaged!.
  16. FKA twigs Interview (2015 Cover Story) (2 June 2015). ციტირების თარიღი: 18 August 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=FKA_twigs&oldid=4322097“-დან