Extreme Championship Wrestling (ECW) (ქართ. ექსტრემალური ჩემპიონატი რესლინგში) — პროფესიონალური რესლინგ-პრომოუშენი, რომელიც დაარსდა 1992 წელს, ტოდ გორდონის მიერ ფილადელფიაში (პენსილვანია). 2001 წელს კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. 2006 წლის ივნისში WWE-მ გამოისყიდა ECW-ის ყველა უფლება და იგი გახდა RAW და SmackDown!-თან ერთად კომპანიის მესამე ბრენდი, რომელმაც 2010 წლამდე იარსება.

Extreme Championship Wrestling
ტიპი კომერციული ორგანიზაცია
დარგი პროფესიონალური რესლინგი
დაფუძნდა 1992
დამაარსებელი Tod Gordon
დაიხურა 4 აპრილი, 2001
სათავო ოფისი ფილადელფია, პენსილვანია, აშშ
საიტი wwe.com/shows/ecw

ECW TNN-ზე და გაკოტრება რედაქტირება

1999 წლის აგვისტოს ECW-ს შოუების ტრანსლაცია დაიწყო ტელეარხმა TNN-მა და კომპანიებს შორის დაიდო სამწლიანი კონტრაქტი. მცირე ბიუჯეტისა და რეკლამის მიუხედავად, ECW TNN-ზე ყველაზე პოპულარული შოუ გახდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, 2000 წლის ოქტომბერში, კონტრაქტი გაუქმდა და TNN-მა WWF Raw-ს ჩვენება ამჯობინა.

ECW-ს ხელმძღვანელობამ კიდევ არაერთხელ სცადა TNN-თან ახალი კონტრაქტის დადება, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ. 30 დეკემბერს ECW Hardcore TV უკანასკნელად გავიდა პირდაპირ ეთერში, ხოლო 2001 წლის 7 იანვარს გამოვიდა ბოლო PPV Guilty as Charged. იმავე წლის 11 მარტს იყო დაგეგმილი შოუ Living Dangerously, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, იმჟამინდელი ECW-ს პრეზიდენტმა, პოლ ჰეიმანმა ვერ შეძლო ამ PPV-ს ჩატარება. WWF-ის დახმარების მიუხედავად, პოლ ჰეიმანმა ვერ შეძლო ფინანსური პრობლემების გადალახვა და 2001 წლის 4 აპრილს კომპანიამ თავი ოფიციალურად გაკოტრებულად გამოაცხადა.

საჩემპიონო ტიტულები რედაქტირება

ტიტული აღწერა
ECW-ს მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში ტიტული შეიქმნა 1992 წელს და იარსება 2001 წლამდე. მას შემდეგ, რაც WWE-მ შეიძინა კომპანია, ტიტული აღადგინეს და მან იარსება 2006 წლიდან 2010 წლამდე.
ECW-ს გუნდური ჩემპიონი ტიტული შეიქმნა 1992 წელს და იარსება 2001 წლამდე.
ECW-ს მსოფლიო სატელევიზიო ჩემპიონი ტიტული შეიქმნა 1992 წელს და იარსება 2001 წლამდე.
ECW FTW-ს მსოფლიო ჩემპიონი დროებითი ტიტული. შექმნილ იქნა ტეზისთვის და იარსება 1998 წლიდან 1999-მდე
ECW-ს მერილენდის ჩემპიონი ტიტული შეიქმნა 1993 წელს Eastern Championship Wrestling-ისთვის და იარსება ერთი წელი.
ECW-ს პენსილვანიის ჩემპიონი ტიტული შეიქმნა 1993 წელს Eastern Championship Wrestling-ისთვის და იარსება ერთი წელი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება