Erga omnes“ (ლათ. ყოველთა შორის) — ლათინური ფრაზა, რომელიც გამოიყენება სამართლის სხვადასხვა დარგში (უმეტესად საერთაშორისო სამართალში) და ნიშნავს ყველას მიმართ ვალდებულების ქონას. უმეტეს შემთხვევაში სამართლით დაკისრებული ვალდებულების დარღვევისთვის პირი პასუხს აგებს იმ პირის მიმართ ვისაც ზიანი მიადგა. ხოლო Erga omnes ვალდებულებების დარღვევისათვის ნებისმიერ პირს შეუძლია მოითხოვოს დამრღვევის პასუხისმგებლობა. ამ ტიპის ვალდებულებების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მათი დარღვევით ზიანი ადგება არათუ რომელიმე კონკრეტულ პირს არამედ მთელ საზოგადოებას.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი, თბ., 2005 - 283გვ.,- ISBN 99940-0-877-3

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • Erga omnes — სამოქალაქო განათლების ლექსიკონი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Erga_omnes&oldid=3734814“-დან