Extended play (EP) ან მინიონი (ფრანგ. mignon — პატარა) — ტერმინი, რომლითაც ძირითადად მოიხსენიებენ გრამფირფიტას ან CD-ს, რომელიც ერთ სინგლზე მეტს შეიცავს, თუმცა ალბომისთვის ზედმეტად პატარაა. ჩვეულებრივ, ალბომში რვა ან მეტი სიმღერაა (25-80 წუთის ხანგრძლივობით), სინგლი ერთიდან სამ სიმღერამდე შეიცავს (10 წუთამდე ხანგრძლივობით),ხოლო EP – ოთხიდან შვიდ სიმღერამდე (10-25 წუთი).[1][2]

გრამფირფიტის ფორმატის EP

სხვადასხვა დროს EP სხვადასხვა ზომის გამოიცემოდა. 1950-იან და 1960-იან წლებში, EP ჩვეულებრივ 7" (18 სმ) დისკებზე გამოდიოდა 45 RPM-ით და ერთი სიმღერით თითო მხარეს. ფორმატმა პოპულარობა ელვის პრესლის აღმასვლასთან ერთად მოიპოვა და ხანდახან ირონიულად აღინიშნება, რომ EP მისი ინიციალებია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Official UK Charts Singles Rules. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-02. ციტირების თარიღი: 2014-06-14.
  2. Official Rules For Chart Eligibility — Albums. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-01. ციტირების თარიღი: 2014-06-14.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=EP&oldid=4119122“-დან