Dukeინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მეათე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1980 წელს.

Duke
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 28 მარტი, 1980
ჩაიწერა ოქტომბერი-დეკემბერი, 1979
ჟანრი პოპ-როკი
სიმფონიური როკი
ხანგრძლივობა 55:06
ლეიბლი Charisma/Virgin (ბრიტანეთი)
Atlantic Records (აშშ)
პროდიუსერი ჯენესისი
ჯენესისი — ქრონოლოგია
...And Then There Were Three...
(1978)
Duke
(1980)
Abacab
(1981)
სინგლები ალბომიდან Duke
  1. „Turn It On Again“
    გამოცემის თარიღი: 8 მარტი, 1980 (1980-03-08)
  2. „Duchess“
    გამოცემის თარიღი: 9 მაისი, 1980 (1980-05-09)
  3. „Misunderstanding“
    გამოცემის თარიღი: 10 მაისი, 1980 (1980-05-10)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars[1]
Blender3/5 stars[2]
Rolling Stone(შეფასების გარეშე)[3]
Q3/5 stars[4]

ჩაწერა რედაქტირება

Duke-ში შერწყმულია ჯენესისისთვის დამახასიათებელი პროგრესული როკისა და 1980-იანების მუსიკალური ტენდენციების ელემენტები.

Duke გამოვიდა იმ პერიოდში, როდესაც ტონი ბენქსი და მაიკ რეზერფორდი უკვე მუშაობდნენ საკუთარ სოლო ალბომებზე. ფილ კოლინზი ცხოვრობდა ვანკუვერში და ისვენებდა ცოლისგან, რომელსაც იმ პერიოდში დაშორდა. იგი აგრეთვე მუშაობდა სოლო მასალაზე, მაგრამ ამ მასალის მცირე ნაწილი, სიმღერები „Misunderstanding“ და „Please Don't Ask“ გამოიყენა Duke-ში.

ალბომის გამოცემის შემდეგ სიმღერა „Turn It On Again“ იქცა ჯგუფის მეორე ბრიტანულ ჰიტად, რომელიც ათეულში მოხვდა. „Misunderstanding“ ამ პერიოდში აქტიურად იყიდებოდა აშშ-ში და მოხვდა სიმღერების საუკეთესო 20-ეულში.

ალბომის გარეკანზე, თითოეულ სიმღერასთან გამოყენებულია ლაიონელ კეჰლინის ილუსტრაციები.

მიმოხილვა რედაქტირება

Duke-ს, როგორც წესი, თვლიან გარდამტეხ პერიოდად ჯენესისის შემოქმედებაში, რადგანაც სამეული შორდებოდა პროგრესული როკის გავლენას და გადადიოდა სინთეზატორებსა და ელექტრონულ პერკუსიაზე ორიენტირებულ სიმღერებზე. Duke-ში ასევე შეტანილია იმ დროისთვის სამივე წევრის მიერ დაწერილი სოლო-კომპოზიციები.

ალბომში მეორდება რამდენიმე მუსიკალური თემა. მთლიანად ეს დისკი შეიძლება ჩაითვალოს კონცეფტუალურ ნამუშევრად, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი სიმღერა ერთმანეთზე მიბმულია. ისევე, როგორც ბევრი მუსიკალური ციკლი, ეს ალბომიც იხსნება და იხურება ერთი მუსიკალური თემით. მეორე მხრივ, მუსიკას მრავალფეროვან ჟღერადობას ანიჭებს კოლინზის მიერ ელექტრონული ინსტრუმენტებით დაინტერესება. ბენქსი ამ დროისთვის აქტიურად იყენებს ელექტრონულ სინთეზატორს Yamaha CP-80, რეზერფორდი კი აღარ იყენებს გიტარის გამრუდებულ ჟღერადობას.

კოლინზის ვოკალური შესრულების მანერა ამ მომენტისთვის რადიკალურად შეცვლილია. ამასთან, იგი უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ვოკალისტი და პოპულარობის ტალღაზე ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩაწერს საკუთარ სტუდიურ ალბომს Face Value. მისი ვოკალი Duke-ზე უფრო ხმაურიანია, ვიდრე წინა ალბომებზე, სიმღერა „Turn It On Again“ კი ამისი მაგალითია.

ამ ალბომში, ისე როგორც არც ერთ სხვა დისკში, წარმოდგენილია სოლო-კომპოზიციების მთელი ნაკადი. კოლინზის ავტორობას ეკუთვნის „Misunderstanding“ და „Please Don't Ask“. ბენქსმა ალბომს შესწირა ორკესტრირებული, ლირიკული სიბნელითა და კომპოზიციური კომპლექსურობით სავსე „Heathaze“, და „Cul de Sac“, ხოლო რეზერფორდმა - „Man of Our Times“ და „Alone Tonight“. მიუხედავად ამისა, „Duchess“ და „Behind the Lines“ ჯგუფის წევრების კოლექტიური მუშაობის სიმბოლოა.

ალბომზე შეიმჩნევა სიმღერების ციკლი, რომელიც არ მიჰყვება ალბომის სიუჟეტს - მასში შეიძლება ჩაითვალოს „Behind the Lines“, „Duchess“, „Guide Vocal“, „Turn It On Again“, „Duke's Travels“ და „Duke's End“. თავდაპირველად ეს კომპოზიციები უნდა შესულიყო ალბომის ერთ მხარეზე, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, იდეა აღარ გამოიყენეს.

საკონცერტო ტურნეზე სრულდებოდა ალბომის თითქმის ყველა სიმღერა, ხოლო შემდგომ ტურნეებზე ჯგუფი მათ ასრულებდა სიმღერების კრებულების სახით.

სიმღერების სია რედაქტირება

მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Behind the Lines“ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი5:31
2.„Duchess“ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი6:26
3.„Guide Vocal“ბენქსი1:35
4.„Man of Our Times“რეზერფორდი5:34
5.„Misunderstanding“კოლინზი3:13
6.„Heathaze“ბენქსი5:01
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Turn It On Again“ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი3:50
2.„Alone Tonight“რეზერფორდი3:56
3.„Cul-de-sac“ბენქსი5:05
4.„Please Don't Ask“კოლინზი4:01
5.„Duke's Travels“ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი8:40
6.„Duke's End“ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი2:08
B-მხარეები
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Open Door“რეზერფორდი3:56
2.„Evidence of Autumn“ბენქსი4:58

„Open Door“ შეტანილია სინგლში „Duchess“. „Evidence of Autumn“ შეტანილია სინგლში „Misunderstanding“.

ტურნე რედაქტირება

ალბომის შემდგომი ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა შემდეგი სიმღერები:

  1. Deep In the Motherlode
  2. Dancing with the Moonlight Knight (შესავალი)/Carpet Crawlers
  3. Squonk
  4. One for the Vine
  5. Behind the Lines/Duchess/Guide Vocal
  6. Turn It On Again
  7. Duke's Travels/Duke's End
  8. Lady Lies
  9. Ripples
  10. Misunderstanding (სრულდებოდა მხოლოდ აშშ ტურნეზე)
  11. In the Cage/Slippermen/Afterglow
  12. Dance on a Volcano/Drum duet/Los Endos
  13. I Know What I Like

ჩარტები რედაქტირება

სერტიფიცირებები რედაქტირება

სერტიფიცირებები, Duke
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
საფრანგეთი (SNEP)[21] Gold 100 000*
გაერთიანებული სამეფო (BPI)[22] პლატინა 300 000^
აშშ (RIAA)[23] პლატინა 1 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო რედაქტირება

  1. ერლეუაინი, Stephen T.. (2011 [last update])Duke – Genesis | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 25 July 2011.
  2. Blender magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-19. ციტირების თარიღი: 2011-03-27.
  3. Fricke, D.. (2011 [last update])Genesis: Duke : Music Reviews : Rolling Stone. web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 25 July 2011.
  4. Andy Fyfe Q, May 2007, Issue 250.
  5. Kent, David (1993). Australian Chart Book 1970–1992, illustrated, St Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 19. ISBN 0-646-11917-6. 
  6. "Genesis - Duke" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 აპრილი, 2018.
  7. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 0188a." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 27 აპრილი, 2018.
  8. Pennanen, Timo (2006). Sisältää hitin – levyt ja esittäjät Suomen musiikkilistoilla vuodesta 1972, 1st (fi), Helsinki: Kustannusosakeyhtiö Otava, გვ. 166. ISBN 978-951-1-21053-5. 
  9. Le Détail des Albums de chaque Artiste – G fr. ციტირების თარიღი: 9 ივნისი, 2012 აირჩიეთ Genesis და დააწკაპუნეთ ღილაკს OK.
  10. „Dutchcharts.nl – Genesis – Duke“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 აპრილი, 2018.
  11. "Offiziellecharts.de – Genesis – Duke" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 26 აპრილი, 2018.
  12. Classifiche it. Musica e dischi. ციტირების თარიღი: 3 ივნისი, 2022 აირჩიეთ „Tipo“ ჩამონათვალში „Album“. ამის შემდეგ ველში „Titolo“ შეიყვანეთ „Duke“.
  13. "Genesis – Duke". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 აპრილი, 2018.
  14. "Genesis – Duke". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 აპრილი, 2018.
  15. "Genesis – Duke". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 აპრილი, 2018.
  16. "Genesis – Duke". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 აპრილი, 2018.
  17. "Genesis | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 22 აპრილი, 2018.
  18. „Genesis ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 22 აპრილი, 2018.
  19. Top 100 Album-Jahrescharts de. GfK Entertainment Charts (1980). ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022
  20. Billboard (20 დეკემბერი, 1980).
  21. French album certifications – Duke ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  22. British album certifications – Genesis – Duke. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Duke ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  23. American album certifications – Genesis – Duke. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH