DuckTales (ქართ. იხვების ისტორიები) — კომპანიის Walt Disney Television Animation მიერ 1987-1990 წლებში გამოშვებული ანიმაციური სერიალი.

DuckTales
ჟანრი ანიმაციური სერიალი
ავტორი ჯიმნ მეიგონი
კარლ ბარქსი
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
სეზონი 4
ეპიზოდი 100
წარმოება
ხანგრძლივობა 22 წთ.
ეთერი
ჩვენების ფორმატი 4:3 SDTV
აუდიო ფორმატი

მონო (1987-1989)

სტერეო (1989-1990)
ეთერში 18 სექტემბერი, 1987 (1987-09-18) — 28 ნოემბერი, 1990 (1990-11-28)
რესურსები ინტერნეტში

სერიალის მთავარი პერსონაჟები არიან დისნეის კლასიკური ანიმაციური პერსონაჟები - სკრუჯ მაკდაკი და მისი ძმისშვილები - ჰიუი, ლუი და დუი.

კონცეფცია რედაქტირება

სერიალის მთავარი გმირები, მაკდაკი და მისი ძმისშვილები, გამუდმებით მოგზაურობენ განძის ძიებაში ან სხვადასხვა ფათერაკებში ამოჰყოფებენ თავს. მაკდაკის პროტოტიპია ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერის“ ძუნწი გმირი ებენეზერ სკრუჯი. თუმცა, თავად იხვის პერსონაჟის დებიუტი შედგა კარლ ბარქსის კომიქსში Christmas on Bear Mountain.

მიუხედავად იმისა, რომ სკრუჯი მეტად ძუნწია, მას მაინც უყვარს თავისი ახლობლები და მეგობრები - მოსამსახურე დაკვორთი, მისის ბიკლი, პატარა ვები ვანდერკუაკი.

სკრუჯის მეგობრებს შორის არის უცნაური გამომგონებელი გირო გირლუზი, მფრინავი ლანჩპედ მაკ-კუაკი, დუფუს დრეიკი, წარსულიდან მოსული იხვი ბუბა დაკი, ბუღალტერი ფენტონ კრეკშელი (იგივე გიზმო-დაკი) და სხვები.

სერიალის უარყოფითი გმირები ძირითადად არიან ბიგლ ბიჭუნები, ფლინტჰარტ გლომგოლდი, მაგიკა დე სპელი, ელ კაპიტანი. ძირითადად სკრუჯის მტრების მთავარ ამოცანას წარმოადგენს მაკდაკის იღბლიანი მონეტის მითვისება.

ეპიზოდურ პერსონაჟებს შორის ცნობილები არიან დონალდ დაკი (რომელმაც სჯრუჯს ჰიუი, ლუი და დუი დაუტოვა), გოლდი ო'გილტი (სკრუჯის ყოფილი შეყვარებული), გლედსტოუნ გენდერი (სკრუჯის იღბლიანი ძმისშვილი), მოხუცი მეცნიერი ლუდვიგ ფონ დრეიკი.

ეპიზოდები რედაქტირება

სულ სერიალში შედის 100 ეპიზოდი. სერიალის დასრულების შემდეგ გადაღებული იქნა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიც.

2017 წლის სერიალი რედაქტირება

Disney XD-მ გამოაცხადა, რომ აპირებდა ორიგინალური DuckTales-ის ხელახლა გაშვებას. ახალი სერიალი ეთერში გავა 2017 წელს.[1]რობ რენზეტი არის სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი, მეტ იანგბერტგის (პროდიუსერი), ფრანსისკო ანგონესი (თანაპროდიუსერი) და შონ ხიმენესი (Gravity Falls) მონაწილეობით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Petski, Denise. (February 25, 2015) Disney XD To Reboot ‘Ducktales’ Animated Series For 2017 Launch. Deadline.com. ციტირების თარიღი: February 25, 2015.



მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=DuckTales&oldid=4597643“-დან