Domino (ჯენესისის სიმღერა)

Dominoინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სიმღერა 1986 წლის ალბომიდან Invisible Touch. ეს არის რიგით მეექვსე სიმღერა ამ ალბომიდან. სიმღერა მთლიანად ჯგუფის მიერ არის დაწერილი, ლირიკა კი ეკუთვნის ტონი ბენქსს. სიმღერა დაყოფილია ორ ნაწილად - In The Glow Of The Night და The Last Domino. სიმღერის ორივე ნაწილი სრულდებოდა ჯგუფის კონცერტებზე, 1986 წლიდან [1] და შეტანილი იქნა ტურის Turn It On Again პროგრამაშიც.[2]

„Domino“
სიმღერაჯენესისი
ალბომიდან Invisible Touch
გამოსვლის თარიღი 1986
ჩაიწერა The Farm, სურეი; 1985 – 1986
ჟანრი პროგრესული როკი, პოპ-როკი
ხანგრძლივობა 10:45
ხმისჩამწერი ლეიბლი Atlantic Records (აშშ)
Virgin Records (ბრიტანეთი)
ავტორ(ებ)ი ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი
პროდიუსერი ჯენესისი
ჰიუ პეჯემი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Invisible Tour Songs & Dates
  2. "European setlist". genesis-movement.com. Retrieved on 5 September 2007.