Combat Rockპანკ-როკ ჯგუფ The Clash-ის მეხუთე სტუდიური ალბომი. ის გამოიცა 1982 წლის 14 მაისს, Epic Records-ზე. ესაა ჯგუფის უკანასკნელი ალბომი, რომელზეც უკრეავენ მიკ ჯოუნსი და ტოპერ ჰიდონი. ჰიდონი ალბომის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გაუშვეს ჯგუფიდან ჰეროინზე დამოკიდებულების გამო. ჯოუნსმა კი მოგვიანებით დატოვა ჯგუფი შიდა უთანხმოების შედეგად.[8][9] ალბომი მოიცავს ბევრ მუსიკალურ სტილს, თუმცა ის ნაკლებად ექსპერიმენტულია წინა ალბომთან, Sandinista!-სთან შედარებით. გაერთიანებულ სამეფოში ალბომი ჩარტებში მეორე ადგილზე მოხვდა და ბრიტანულ ჩარტებში 23 კვირა გაატარა. აშშ-ში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა და 61 კვირის განმავლობაში დარჩა ჩარტებში. ალბომმა მიიღო ორმაგი პლატინის სერტიფიკატი.

Combat Rock
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 14 მაისი, 1982
ჩაიწერა სექტემბერი-ნოემბერი 1981, იანვარი, აპრილი 1982
ჟანრი პანკ-როკი
ხანგრძლივობა 46:21
ლეიბლი CBS, Epic
პროდიუსერი The Clash
The Clash-ის სტუდიური ალბომები — ქრონოლოგია
Sandinista!
(1980)
Combat Rock
(1982)
Cut the Crap
(1985)
სინგლები ალბომიდან Combat Rock
  1. „Know Your Rights“
    გამოცემის თარიღი: 23 აპრილი, 1982
  2. „Should I Stay or Should I Go“
    გამოცემის თარიღი: 10 ივნისი, 1982
  3. „Rock the Casbah“
    გამოცემის თარიღი: 11 ივნისი, 1982
  4. „Straight to Hell“
    გამოცემის თარიღი: 17 სექტემბერი, 1982
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3.5/5 stars[1]
Alternative Press3/5 stars[2]
Blender4/5 stars[3]
Punknews.org3/5 stars[4]
Q3/5 stars[5]
რობერტ კრისტგოუB+[6]
Rolling Stone4/5 stars[7]

ჩაწერა რედაქტირება

თავდაპირველად იგეგმებოდა Combat Rock-ის ორმაგი ალბომის სახით გამოცემა, სამუშაო სახელწოდებით Rat Patrol from Fort Bragg, მაგრამ ეს იდეა არ განხორციელდა ჯგუფის შიდა დაპირისპირების გამო. ალბომის პირველი მიქსი გააკეთა მიკ ჯოუნსმა, მაგრამ ის არ მოეწონათ დანარჩენ წევრებს და ეს საქმე გლინ ჯოუნსს მიანდეს, რის შემდეგაც ალბომი ერთმაგ დისკად გარდაიქმნა. პირველი მიქსი მოგვიანებით ბუტლეგის სახით გავრცელდა.

გაფორმება რედაქტირება

ალბომის გარეკანის ფოტო გადაიღო პენი სმითმა მიტოვებულ რკინიგზაზე ბანგკოკის მახლობლად, ჯგუფის Far East ტურის დროს, 1982 წელს.

Sandinista!-ს მსგავსად, Combat Rock-ის კატალოგის ნომერი 'FMLN2'-იც პოლიტიკური პარტიის სახელწოდების აკრონიმს წარმოადგენს. Frente Farabundo Martí para la Liberación Nacional (ფარაბუნდო მარტის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფრონტი), ანუ FMLN ელ-სალვადორის სოციალისტური პარტიაა.

გამოცემა რედაქტირება

2000 წელს, ჯგუფის დანარჩენ ალბომებთან ერთად, Combat Rock ხელახლა გამოიცა რემასტერირებული სახით.

მარკუს გრეის თანახმად, სიმღერა Red Angel Dragnet შთაგონებულია Guardian Angels-ის წევრის, ფრენკ მელვინის სიკვდილით.[10][11] სიმღერა შეიცავს 1976 წლის ფილმის, ტაქსის მძღოლის მთავარი გმირის, ტრევის ბიკლის ციტატებს.

სიმღერაზე Ghetto Defendant მონაწილეობს ბიტნიკი პოეტი ალენ გინზბერგი. ის ჯგუფთან ერთად ასრულებდა სიმღერას მათ კონცერტებზე ნიუ-იორკში. სიმღერის ბოლოს ის კითხულობს გულის სუტრას, პოპულარულ ბუდისტურ მანტრას.

შეფასება და გავლენა რედაქტირება

ალბომმა დადებითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისაგან. ბრიტანულ ჩარტებში მან მეორე ადგილი დაიკავა. ბილბორდის პოპ ალბომებში კი – მეშვიდე. ასევე ის მოხვდა ბევრი სხვა ქვეყნის ჩარტების ტოპ ათეულში.[12][13][14][15]ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) Combat Rock-ს ოქროს ალბომის სერტიფიკატი მიანიჭა 1982 წლის ნოემბერში, პლატინის სერტიფიკატი – 1883 წლის იანვარში, ხოლო მულტი-პლატინის – 1995 წლის ივნისში.[16]

1999 წელს ჟურნალმა Q-მ ალბომი ხუთიდან სამი ვარსკვლავით შეაფასა და უწოდა „მათი ყველაზე გაყიდვადი ალბომი, მაგრამ დასასრულის დასაწყისი.“[17] 2000 წელს Alternative Press-მა Combat Rock-ს ხუთიდან სამი ვარსკვლავი მიანიჭა და დაწერა:„The Clash-ის ბოლოსწინა ალბომი...გამოიყენეს გაკვეთილები, რომლებიც წინა სამი წლის განმავლობაში ისწავლეს...მათი კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი“[18] 2004 წელს College Music Journal-მა Combat Rock მეხუთე ადგილზე შეიყვანა 1982 წლის 20 ყველაზე ხშირად დაკრული ალბომის სიაში.[19]

სიმღერების სია რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — The Clash გარდა მითითებულისა..

პირველი მხარე
#სახელწოდებამთავარი ვოკალიხანგრძლივობა
1.„Know Your Rights“ (სტრამერი/ჯოუნსი)ჯო სტრამერი3:39
2.„Car Jamming“ჯო სტრამერი3:58
3.„Should I Stay or Should I Go“მიკ ჯოუნსი3:06
4.„Rock the Casbah“მიკ ჯოუნსი/ჯო სტრამერი/ტოპერ ჰიდონი3:44
5.„Red Angel Dragnet“პოლ სიმონონი/ჯო სტრამერი3:48
6.„Straight to Hell“ჯო სტრამერი5:30
მეორე მხარე
#სახელწოდებამთავარი ვოკალიხანგრძლივობა
1.„Overpowered by Funk“ჯო სტრამერი4:55
2.„Atom Tan“მიკ ჯოუნსი/ჯო სტრამერი2:32
3.„Sean Flynn“ჯო სტრამერი4:30
4.„Ghetto Defendant“ჯო სტრამერი/ალენ გინზბერგი4:45
5.„Inoculated City“ (ალბომის ზოგ ვერსიაზე შესულია განსხვავებული, 2:11-იანი ვერსია)მიკ ჯოუნსი/ჯო სტრამერი2:43
6.„Death is a Star“ჯო სტრამერი3:08

Rat Patrol From Fort Bragg რედაქტირება

  1. The Beautiful People Are Ugly Too – 3:45
  2. Kill Time – 4:58
  3. Should I Stay or Should I Go – 3:05
  4. Rock the Casbah – 3:47
  5. Know Your Rights (ხანგრძლივი ვერსია) – 5:04
  6. Red Angel Dragnet – 6:12
  7. Ghetto Defendant – 6:17
  8. Sean Flynn – 7:30
  9. Car Jamming – 3:53
  10. Inoculated City – 4:32
  11. Death Is a Star – 2:39
  12. Walk Evil Talk (ინსტრუმენტული) – 7:37
  13. Atom Tan – 2:45
  14. Overpowered by Funk (დემო) – 1:59
  15. Inoculated City (დაურედაქტირებელი ვერსია) – 2:30
  16. First Night Back in London – 2:56
  17. Cool Confusion – 3:10
  18. Straight to Hell (ხანგრძლივი ვერსია) – 6:56

პერსონალი რედაქტირება

დამატებითი მუსიკოსები რედაქტირება

დამუშავება რედაქტირება

ჩარტები რედაქტირება

წელი ჩარტი პოზიცია
1982 კანადის RPM-ის ალბომების ჩარტი[20] 12
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[21] 29
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[22] 5
ნორვეგიის ალბომების ჩარტი[14] 7
შვედეთის ალბომების ჩარტი[15] 9
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[12] 2
1983 აშშ-ის Billboard-ის პოპულარული ალბომები[13] 7

სერტიფიცირება რედაქტირება

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
გაერთიანებული სამეფო (BPI)[23] ოქრო 100 000^
აშშ (RIAA)[24] ოქრო 500 000^
კანადა (Music Canada)[25] ოქრო 50 000^
აშშ (RIAA)[26] 2× პლატინა 2 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით

წყაროები რედაქტირება

  • გრეი, მარკუს [1995] (2005). The Clash: Return of the Last Gang in Town, მეხუთე გამოცემა, ლონდონი: Helter Skelter. ISBN 1905139101. OCLC 60668626. 

სქოლიო რედაქტირება

  1. ერლეუაინი, სტივენ თომას. Combat Rock The Clash. Allmusic. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2010.
  2. „10 Essential '80s Albums“. Alternative Press: 112. აგვისტო, 2001. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  3. Wolk, Douglas. Combat Rock. Reviews. Blender. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-02. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2010.
  4. The Clash - Combat Rock. Reviews. Punknews.org. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2010.
  5. „100 Greatest British Albums“. Q magazine: 152–153. დეკემბერი, 1999. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |journal=-ში (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  6. კრისტგოუ, რობერტ. The Clash. Consumer Guide. რობერტ კრისტგოუ. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2010.
  7. Fricke, დევიდ. (25 იანვარი 2000) Combat Rock by The Clash. Music Reviews. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-18. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2010.
  8. დონ ლეტსი; ჯო სტრამერი, მიკ ჯოუნსი, პოლ სიმონონი, ტოპერ ჰიდონი, ტერი ჩაიმსი, რიკ ელგუდი, The Clash. (2001). The Clash, Westway to the World. [დოკუმენტური]. ნიუ-იორკი: Sony Music Entertainment; Dorismo; Uptown Films. Event occurs at 71:00–75:00. ISBN 0738900826. OCLC 49798077.
  9. კროუმლინი, რიჩარდ (31 იანვარი 1988). „სტრამერი ადამიანის, ღმერთის, კანონისა და The Clash-ის შესახებ“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2010.
  10. Gray (2005) p. 380
  11. Monday, Jan. 18, 1982. (1982-01-18) Time Magazine article 18 იანვარი 1982 ''Guardian Angels' Growing Pains''. Time.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-25. ციტირების თარიღი: 2010-04-03.
  12. 12.0 12.1 UK Chart Archive. everyHit.co.uk. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
  13. 13.0 13.1 The Clash > Charts & Awards > Billboard Albums. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
  14. 14.0 14.1 Discography The Clash. NorwegianCharts.com. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
  15. 15.0 15.1 Discography The Clash. SwedishCharts.com. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
  16. Gold and Platinum: Searchable Database. RIAA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2008-10-26.
  17. „100 საუკეთესო ბრიტანული ალბომი“. Q: 152–153. დეკემბერი, 1999. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |journal=-ში (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  18. '80-იანების 10 მნიშვნელოვანი ალბომი“. Alternative Press: 112. აგვისტო, 2001. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  19. „1982 წლის 20 ყველაზე ხშირად დაკრული ალბომი“. College Music Journal: 10. 5 იანვარი 2004. |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  20. Top Albums/CDs - Volume 36, No. 23, ივლისი 17, 1982. RPM. ციტირების თარიღი: 2012-02-17.
  21. „Dutchcharts.nl – The Clash – Combat Rock“ (ჰოლანდიურად). Hung Medien.
  22. "The Clash – Combat Rock". Charts.org.nz. Hung Medien.
  23. British album certifications – The Clash – Combat Rock. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია (1982-07-27). შეიყვანეთ Combat Rock ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  24. American album certifications – The Clash – Combat Rock. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (1982-11-08). საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
  25. Canadian album certifications – The Clash – Combat Rock. Music Canada (1982-12-01).
  26. American album certifications – The Clash – Combat Rock. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (1995-06-06). საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH

დამატებითი მასალა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Combat_Rock&oldid=4589156“-დან