Childhood's End (პინკ ფლოიდის სიმღერა)

Childhood's End“ — მეშვიდე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1972 წლის ალბომზე Obscured by Clouds.[1][2] ჯგუფის მიერ სრულდებოდა 1972-1973 წლებში. სახელწოდება, როგორც ვარაუდობენ, ეფუძნება ართურ კლარკის ამავე სახელწოდების მქონე რომანს.

„Childhood's End“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან Obscured by Clouds
გამოსვლის თარიღი 1972
ჩაიწერა 1972
ჟანრი პროგრესული როკი, ბლუზ როკი
ხანგრძლივობა 4:33
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი
Obscured by Cloudsსიმღერები

ეს არის როჯერ უოტერსის ჯგუფიდან წასვლამდე უკანასკნელი სიმღერა დეივიდ გილმორის მიერ დაწერილი ტექსტით. ნიკ მეისონის პულსირებადი სოლო დასარტყმელ საკრავებზე აქ ჰგავს „Time“-ს. სიმღერა ფილმში „ველი“ ჟღერს ტყეებში მოგზაურობის სცენაში, როდესაც მთავარი პერსონაჟი ვივიანი მიხვდება, რომ აუცილებელია ხშირად შესვენება.

კომპოზიცია კონცერტებზე რამდენიმეჯერ დაუკრეს, 1972 წლის დეკემბრიდან მოყოლებული. 2016 წელს, ჯგუფის ბოქს-სეტის The Early Years 1965-1972 გამოცემამდე გამოვიდა პრომო ფილმი სიმღერის 2016 წლის მიქსით - კონცერტის წინ გადაღებული და სტუდიაში მუშაობის კადრებით.

სქოლიო რედაქტირება

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.