Championship League (აგრეთვე გვხვდება დასახელება Matchroom Championship League — სპონსორის Matchroom Sport სახელწოდების მიხედვით) — სნუკერის პროფესიონალური მოწვევითი ტურნირი, რომელიც წარმოადგენს პრემიერ ლიგის შესარჩევ ტურნირს.

ისტორია რედაქტირება

ტურნირი პირველად გაიმართა 2008 წელს და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი დანიშნულება იყო პრემიერ ლიგისთვის მოთამაშეების შერჩევა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ სეზონის კალენდარში დიდი ცარიელი სივრცე „ამოივსო“. Championship League-ის პირველ გათამაშებაში მონაწილეობა ძირითადად ტოპ-32-ის ქვედა ნახევრის მოთამაშეებმა მიიღეს, მაგრამ უკვე 2010 წლისთვის ტურნირში თამაში დაიწყეს იმათაც, ვინც მანამდე ავტომატურად გადიოდა პრემიერ ლიგაზე — ანუ ტოპ-16-ეულის უმეტესმა მოთამაშეებმა.

ჩატარების ადგილი რედაქტირება

ყველა მატჩი თამაშდება Crondon Park Golf Club-ში, ესექსში.

გამარჯვებულები რედაქტირება

წელი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში სეზონი
2008   ჯო პერი   მარკ სელბი 3:1 2007/08
2009   ჯად ტრამპი   მარკ სელბი 3:2 2008/09
2010   მარკო ფუ   მარკ ალენი 3:2 2009/10
2011   მეთიუ სტივენსი   შონ მერფი 3:1 2010/11
2012   დინ ჯუნხუი   ჯად ტრამპი 3:1 2011/12
2013   მარტინ გოულდი   ალისტერ კარტერი 3:2 2012/13
2014   ჯად ტრამპი   მარტინ გოულდი 3:1 2013/14
2015 2014/15

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება