Call of Duty 2

2005 წლის ვიდეო თამაში

Call of Duty 2 პირველი პირის შუტერი ვიდეო თამაში, შემუშავებული კომპანია Infinity Ward-ის და გამოცემული Activision-ის მიერ. ეს არის რიგით მეორე ნაწილი „Call of Duty“-ის სერიიდან. ოფიციალურად დაანონსდა 2005 წლის 7 აპრილს და გამოვიდა 2005 წლის 25 ოქტომბერს Microsoft Windows-სთვის, 2005 წლის 22 ნოემბერს Xbox 360-სთვის ევროპა, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში. მოგვიანებით გამოიცა OS X-სა და მობილურ ტელეფონებზე.[1]

Call of Duty 2
დეველოპერ(ებ)ი Infinity Ward
გამომცემელი ჩრდ.ამ. Aspyr (Mac)
სერია „Call of Duty“
ძრავა IW engine v2.0
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows, მობილური, Xbox 360, OS X
გამოსვლის თარიღი
25 ოქტომბერი, 2005
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი , მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ჯეისონ უესტი
პროდიუსერ(ებ)ი ვინს ზამპელა
დიზაინერ(ებ)ი მოჰამედ ალავი
მხატვარი მაიკლ ბუნი
სცენარისტი მაიკლ შიფერი
კომპოზიტორი გრემ რეველი

თამაში შესაძლებელია როგორც ერთმოთამაშიან რეჟიმში, აგრეთვე მრავალმოთამაშიან რეჟიმშიაც, ხოლო ვირტუალური კამერა წარმოდგენილია პირველი პირის პერსპექტივით. სიუჟეტი მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ერთმოთამაშიანი რეჟიმი მოიცავს ოთხი ჯარისკაცის ისტორიას და შედგება 4 ინდივიდუალური კამპანიისგან, რომელიც დაყოფილია სამ ისტორიად და შედგება 27 დავალებისგან.[2][3] წინა ნაწილისაგან განსხვავებით მასში დამატებულია რამდენიმე ახალი მახასიათებელი, მათ შორის სიცოცხლის რეგენერეაცია და ხელყუმბარის აფეთქების მაჩვენებელი ხატული.

„Call of Duty 2“-ს წილად ჰხვდა მაღალი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. მათ ძირითადად შეაქეს გრაფიკა, ხმა და სიცოცხლის რეგენერაციის ფუნქცია. გაზეთ „Computer Games Magazine“-ის რედაქტორმა „Call of Duty 2“ დაასახელა 2005 წლის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად. [4] საერთო განხილვების საიტ GameRankings-ზე X360-ის ვერსია ფლობს 89.78%,[5] PC ვერსია 87.57%,[6] ხოლო Metacritic-ზე — X360 ვერსია - 89/100,[7] PC ვერსია - 86/100.[8]

თამაში წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, გამოსვლიდან ერთ კვირაში Xbox 360-ზე გაიყიდა 250,000 ასლი, 2008 წლის იანვრის მონაცემით ეს ციფრი 2 მილიონამდე გაიზარდა,[9] ხოლო 2013 წლის ნოემბრისთვის მთლიანი გაყიდვები 5.9 მილიონ ასლს შეადგენდა.[10] 2016 წლის 23 აგვისტოდან „Call of Duty 2“-ის ვერსია უკუთავსებადი არის Xbox One-თან.[11]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mforma Releases Call of Duty 2 Mobile Game - Mobile News at GameSpot. GameSpot (5 იანვარი, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 იანვარი, 2013. ციტირების თარიღი: November 16, 2007.
  2. McNamara, Tom. (25 ოქტომბერი, 2005) IGN: Call of Duty 2 PC Review. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2009.
  3. IGN: Call of Duty 2 Introduction. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-25. ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2007.
  4. Staff (მარტი, 2006). „The Best (and Worst) of 2005; The 15th Annual Computer Games Awards“. Computer Games Magazine (184): 42–47. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. Call of Duty 2 for Xbox 360. GameRankings (11 აგვისტო, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-23. ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2009.
  6. Call of Duty 2 for PC. GameRankings (11 იანვარი, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-24. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2011.
  7. Call of Duty 2 (Xbox 360) reviews. Metacritic (11 იანვარი, 2005). ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2009.
  8. Call of Duty 2 (PC) reviews. Metacritic (11 იანვარი, 2005). ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2009.
  9. Call of Duty 2 Hits 2 Million In Sales. PlayTM (25 იანვარი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი, 2012. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2011.
  10. Call of Duty: A Short History. IGN. Ziff Davis (November 2013). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2014.
  11. Call of Duty 2 gets backward compatibility support for Xbox One – VentureBeat. ციტირების თარიღი: 2016-08-24