Call of Duty: World at Warპირველი პირის შუტერი ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა კომპანია Treyarch-მა და გამოსცა Activision-მა 2008 წლის 11 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, 12 ნოემბერს ავსტრალიაში და 14 ნოემბერს ევროპაში Microsoft Windows, PlayStation 3, Xbox 360 და Wii-ის პლატფორმებისთვის. აგრეთვე ხელმისაწვდომია Windows Mobile-ის[4] და განსხვავებული სიუჟეტის მქონე Nintendo DS-ისა[5] და PlayStation 2-ის ვერსიები.[6] ეს არის რიგით მეხუთე ძირითადი თამაში „Call of Duty“-ის სერიიდან, სადაც სიუჟეტი კვლავ მეორე მსოფლიო ომში მიმდინარეობს და დაფუძნებულია Infinity Ward-ის მიერ შექმნილ „Call of Duty 4: Modern Warfare“-ის გაძლიერებულ ძრავაზე, რომელშიც გაუმჯობესებულია აუდიო და ვიზუალური ეფექტები. 2016 წლის 27 სექტემბრიდან, Xbox 360-ის ვერსია უკუთავსებადია Xbox One-თან.

Call of Duty: World at War
დეველოპერ(ებ)ი Treyarch
გამომცემელი Activision
სერია „Call of Duty“
ძრავა IW Engine
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი ჩრდ.ამ. 11 ნოემბერი, 2008[1]
ავს 12 ნოემბერი, 2008[2]
ევრ 14 ნოემბერი, 2008[3]
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი სესარ შტიასტნი
პროდიუსერ(ებ)ი
  • დანიელ ბანტინგი
  • მარვან აბდერაზაკი
  • ჯონ დეჰარტი
დიზაინერ(ებ)ი
  • ჯერემი ლაიტისი
  • ჯესი სნაიდერი
მხატვარი
  • კოლინ უიტნი
  • ბრაიან ანდერსონი
სცენარისტი
  • კრეიგ ჰიუსტონი
  • პატრიკ დუდი
  • კრის ვალენსიანო
კომპოზიტორი შონ მიურეი

Microsoft Windows, PlayStation 3, Wii და Xbox 360-ის ვერსიების მოქმედებები მიმდინარეობს წყნარი ოკენის და აღმოსავლეთის ფრონტზე, აშშ-ის, იაპონიის იმპერიის, საბჭოთა კავშირის და ნაცისტური გერმანიის მონაწილეობით. სიუჟეტი დანახულია ამერიკელი ჯარისჯაცის, მილერის და წითელ არმიელის, დიმიტრი პეტრენკოს თვალით და დაფუძნებულია ისტორიულ ბრძოლებზე. მრავალმოთამაშიანი მონაკვეთი მოიცავს სხვადასხვა რეჟიმებს და დონეების სისტემას, რომელიც მოთამაშეს საშუალებას აძლევს განბლოკოს დამატებითი იარაღები და მიიღოს ჯილდოები მსვლელობისას, აგრეთვე მართოს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებები, მაგალითად, როგორიც არის ტანკი. თამაში აგრეთვე მოიცავს გადმოტვირთვად კონტენტს სახელად „map packs“, რომელიც ხელმისაწვდომია ონლაინ შესყიდვით.

თამაში დაანონსდა Activision-ის მიერ 2008 წლის 23 ივნისს და ცნობილი გახდა, რომ თამაში გამოვიდოდა 2008 წლის ბოლოს. მასზე მუშაობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.[7] გამხმოვანებლებად მოიწვიეს კიფერ საზერლენდი და გარი ოლდმენი.[8] [9] პირველი ტრეილერი ნაჩვენები იქნა Xbox Live-ის მეშვეობით 2008 წლის 21 ივნისს.[10] 10 ოქტომბერს Xbox 360-ზე ხელმისაწვდომი გახდა თამაშის მრავალმოთამაშიანი ონლაინ რეჟიმის ბეტა ვერსია.[11] საბოლოოდ თამაშმა მზის შუქი იხილა 2008 წლის 11 ნოემბერს.[1]

პროექტს წილად ჰხვდა მაღალი შეფასებები ვიდეო თამაშების მიმოხილველებისგან. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე PS3-ის ვერსია ფლობს 85/100,[12] X360 - 84/100,[13] PC - 83/100,[14] Wii - 83/100.[15] თამაში წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, 2008 წლის ნოემბერის მონაცემით, ის იყო აშშ-ის მეორე ყველაზე გაყიდვადი თამაში 1.41 მილიონი ასლით.[16] 2013 წლის მონაცემით, თამაშის საერთო გაყიდვები შეადგენს 15.7 მილიონ ეგზემპლარს.[17]

2010 წელს გამოვიდა „World at War“-ის გაგრძელება „Call of Duty: Black Ops“, რომელსაც მოჰყვა ორი გაგრძელება: „Call of Duty: Black Ops II“ 2012 წელს და „Call of Duty: Black Ops III“ 2015 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Ocampo, Jason. (19 აგვისტო, 2008) GC 2008: Call of Duty: World at War Co-op Hands-on. IGN. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2008.
  2. Perdikis, Steve. (29 ოქტომბერი, 2008) Call of Duty: World at War - beta client, reporting for duty. Games On Net (Internode). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი, 2008. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2008.
  3. Pearson, Dan. (5 სექტემბერი, 2008) Call of Duty 5 gets Euro date, beta. ციტირების თარიღი: 29 სექმტემბერი, 2008.
  4. Call of Duty: World at War - Cell - IGN. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი, 2011.
  5. Hands-on Call of Duty: World at War DS (30 სექტემბერი, 2008). ციტირების თარიღი: 14 თებერვალი~, 2009.
  6. Thorsen, Tor (4 სექტემბერი, 2008). „World at War raging November 11, beta incoming“. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ნოემბერი, 2012. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  7. „Call of Duty: World at War“. Official Xbox Magazine UK (35). ივლისი, 2008. pp. 30–34. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  8. Gary Oldman To Star In 'Call of Duty: World at War'. G4TV (20 აგვისტო, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-06. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2008.
  9. Breckon, Nick. (15 ივლისი, 2008) Call of Duty: World at War Gains Multiplayer Vehicles, Kiefer Sutherland's Voice. ShackNews. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2008.
  10. Hryb, Larry. (21 ივნისი, 2008) Trailer: Call of Duty: World at War. MajorNelson.com. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2016.
  11. CoD:WW Friends and Family Xbox 360 Multiplayer BETA is LIVE!. Call of Duty Hub (10 ოქტომბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ოქტომბერი, 2008. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2008.
  12. Call of Duty: World at War (PlayStation 3). ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2008.
  13. Call of Duty: World at War (Xbox 360). ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2008.
  14. Call of Duty: World at War (PC). ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2008.
  15. Call of Duty: World at War (Wii). ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2008.
  16. Chng, Grace; Tan Chong Yaw (17 დეკემბერი, 2008). „Video games sales rise in U.S.“. Digital Life. Singapore: Singapore Press Holdings. p. 4. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  17. Ziff Davis. (ნოემბერი, 2013) Call of Duty: A Short History. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2014.