Bungie, Inc — ამერიკული ვიდეო თამაშების დეველოპერი კომპანია, შტაბ-ბინით ბელევიუში, ვაშინგტონი, აშშ. დაარსდა 1991 წელს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, როგორც Bungie Software Products Corporation, ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტის ალექს სეროპიანის მიერ. ადრეულ წლებში კომპანია ორიენტირებული იყო მაკინტოშის კომპიუტერების ვიდეო თამაშებზე. მათ ამ პერიოდში შექმნეს ორი წარმატებული თამაში „Marathon“ და „Myth“.[4]

Bungie, Inc.
ტიპი კერძო
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 19 ივნისი, 1991 (1991-06-19), ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
დამაარსებელი ალექს სეროპიანი
ჯეისონ ჯოუნსი
სათავო ოფისი ბელევიუ, ვაშინგტონი, აშშ[1][2]
მმართველი
პიტ პარსონსი, ჯეისონ ჯოუნსი, ბრენტ აბრაჰამსენი
პროდუქცია Bungie-ის ვიდეო თამაშების სია
თანამშრომელი 750 (2016)[3]
მშობელი Microsoft Game Studios (200-2007)
საიტი bungie.net

2000 წელს Bungie შეისყიდა Microsoft-მა.[5] მისი შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში კომპანიამ შეიმუშავა რიგი თამაშები, მათ შორის ისეთი ცნობილი თამაშები, როგორებიც არის „Halo: Combat Evolved“, „Halo 2“, „Halo 3“ და სხვა. 2007 წელს Bungie გამოეყო Microsoft-ს და იქცა კერძო კომპანიად (Bungie LLC),[4][6] თუმცა Microsoft-მა დაიტოვა უფლებები „Halo“-ს ფრენჩაიზზე.

Bungies პროექტების სიაში შედის კომპანიის ოფიციალური საიტი Bungie.net, რაც შეიცავს ინფორმაციას კომპანიის შესახებ, ფორუმს და მის მიერ შემუშავებულ ვიდეო თამაშებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებს. Bungie.net, ასევე ფუნქციონირებს, როგორც პლატფორმა, რისი საშუალებითაც კომპანია ყიდის მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქონელს.

თამაშები რედაქტირება

სათაური წელი პლატფორმა
Operation: Desert Storm 1991 Mac
Minotaur: The Labyrinths of Crete 1992 Mac
Pathways into Darkness 1993 Mac, OS X
Marathon 1994 Mac, Apple Pippin
Marathon 2: Durandal 1995 Mac, Windows, Apple Pippin
Marathon Infinity 1996 Mac
Myth: The Fallen Lords 1997 Mac, Windows
Myth II: Soulblighter 1998 Mac, Windows
Oni 2001 Mac, Windows
Halo: Combat Evolved 2001 Xbox
Halo 2 2004 Xbox
Halo 3 2007 Xbox 360
Halo 3: ODST 2009 Xbox 360
Halo: Reach 2010 Xbox 360
Destiny 2014 PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360, Xbox One
Destiny 2 2017 PlayStation 4, Xbox One, Windows

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Osborne, Eric. (July 30, 2010) Bungie Weekly Update: 07.30.2010. Bungie.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 22, 2015. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2010.
  2. Bishop, Todd (19 მარტი, 2009). „Report: 'Halo' maker Bungie moving to former movie theater“. TechFlash. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Campbell, Colin. (April 12, 2016) The day the music died. eurogamer.net. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2016.
  4. 4.0 4.1 Bungie Studios Becomes Privately Held Independent Company. Bungie and Microsoft forge new long-term relationship.. Bungie (Oct. 5, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 2016-08-03.
  5. „MICROSOFT ACQUIRES BUNGIE“ (ინგლისური). IGN. 19 JUN 2000. ციტირების თარიღი: 2016-08-03. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. „It's official: Bungie branches off from Microsoft“ (ინგლისური). Engadget. 10.05.2007. ციტირების თარიღი: 2016-08-03. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Bungie&oldid=4144800“-დან