Being for the Benefit of Mr. Kite!
Being for the Benefit of Mr. Kite! — ჯონ ლენონისა და პოლ მაკ-კარტნის მიერ დაწერილი სიმღერა. იგი შეტანილია ჯგუფ The Beatles-ის 1967 წლის სტუდიურ ალბომში Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band.
„Being for the Benefit of Mr. Kite!“ | |
---|---|
სიმღერა — The Beatles | |
ალბომიდან Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band | |
ენა | ინგლისური |
გამოსვლის თარიღი | 1 ივნისი 1967 |
ჩაიწერა | 17, 20 თებერვალი, 28, 29, 31 მარტი 1967 |
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, საცირკო მუსიკა, ექსპერიმენტული როკი |
ხანგრძლივობა | 2:37 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone |
ავტორ(ებ)ი | ლენონი / მაკ-კარტნი |
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი |
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band – სიმღერები | |
|
სიმღერის ძირითადი ავტორი ჯონ ლენონია. ძირითადად, მისი იდეა ეფუძნება XIX საუკუნის საცირკო პოსტერს (პაბლო ფანკის ცირკისათვის) რომელიც მან 1967 წლის 31 იანვარს შეიძინა - იმ დღეს, როდესაც იღებდნენ სიმღერის Strawberry Fields Forever პრომო-ფილმს. ლენონის თქმით, სიმღერის ტექსტში გამოყენებული ყველაფერი, რაც იმ პოსტერზე წერია, გარდა ცხენის სახელისა - მას ჰენრი არ ერქვა (პოსტერზე ცხენი ნახსენებია, როგორც ’ზანთუსი’). მისტერ კაიტი სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო უილიამ კაიტი, პაბლო ფანკის ცირკის თანამშრომელი.