Beautiful, Dirty, Rich (ქართ. ლამაზი, ბინძური, მდიდარი) — ამერიკელ პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა, რომელიც შესულია მომღერლის სადებიუტო ალბომში The Fame (2008). სიმღერა გამოვიდა, როგორც პრომო სინგლი ალბომის 2008 წლის 16 სექტემბერს.[1] ეს არის უტემპო საცეკვაო პოპ სიმღერა, რომელშიც გამოიყენება მძიმედ სინთეზატორი და სიმღერის ტექსტი მოგვითხრობს გაგას ცხოვრებას ქალაქ ნიუ იორკის ქვემო აღმოსავლეთ მხარეში. გაგს თქმით მან დაწერა სიმღერა როდესაც გაიკეთა ბევრი "ნარკოტიკი" და როდესაც ცდილობდა დაევიწყებინა ყველაფერი "ცუდი".

„Beautiful, Dirty, Rich“
პრომოსინგლილედი გაგა
ალბომიდან The Fame
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 16 სექტემბერი, 2008
ჩაიწერა 2008
ჟანრი საცეკვაო პოპი
ხანგრძლივობა 2:53
ხმისჩამწერი ლეიბლი Interscope, Cherrytree, Streamline, Kon Live
ავტორ(ებ)ი ლედი გაგა, რობ ფუსარი
პროდიუსერი რობ ფუსარი

სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დიდი ყურადღება, მათ შეაქეს სიმღერის ტექსტი და სახალისო ბუნება. სიმღერამ მიაღცია მცირე კომერციული წარმატება, მან დაიკავა ოთხმოცდამეცხრე ადგილი დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. სიმღერაზე გაგამ გამოუშვა ორი მუსიკალური ვიდეო - პირველი ოფიციალური მუსიკალური ვიდეო და მეორე ტელეკომპანია ABC სატელევიზიო სერიალის Dirty Sexy Money-ის ვერსია, რომელშიც გამოყენებული იყო კადრები სერიალიდან და კადრები სიმღერის ოფიციალური ვერსიიდან. ორივე ვერსიაში გაგა ცეკვავს სასახლის სხვადასხვა ოთახებში სადაც მიმოფანტულია ბევრი ფული.

გაგამ შეასრულა სიმღერა ცოცხლად რამდენიმეჯერ, მათ შორის მის პირველ მოსფლიო ტურნეზე The Fame Ball Tour-ზე რომლითაც ხსნიდა ხოლმე კონცერტს, გაგას სიმღერის შესრულების დროს ეცვა ფუტურისტულ ბიუსტჰალტერი, რომელსაც ჰქონდა ვერცხლისფერი წვეტიანი სამკუთხედები. შესრულება კრიტიკოსებმა დადებითად შეასრულეს და ხაზი გაუსვევს გაგას "ძლიერ" ვოკალს და მისი ენერგიას.

კრედიტები და პერსონალი რედაქტირება

კრედიტები აღებულია მომღერლის სადებიუტო ალბომის The Fame-ის ბუკლეტიდან.

სქოლიო რედაქტირება

  1. Lady Gaga : Single : Beautiful, Dirty, Rich. 'LadyGaga.com'. ციტირების თარიღი: 2009-08-16.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.