ბარეი (მომღერალი)

(გადამისამართდა გვერდიდან Barei)

ბარბარა რეისაბალ გონსალეს-ალერ (ესპ. Bárbara Reyzábal González-Aller; დ. 29 მარტი 1982, მადრიდი, ესპანეთი) — ცნობილია როგორც ბარეი (Barei), ესპანელი მომღერალი და კომპოზიტორი. წარადგენს ესპანეთს ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე სიმღერით "Say Yay!".

ბარეი

ბარეი 2016 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ბარბარა რეისაბალ გონსალეს-ალერ
დაბ. თარიღი 29 მარტი, 1982 (1982-03-29) (42 წლის)
დაბ. ადგილი მადრიდი
ესპანეთის დროშა ესპანეთი
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა
სოული
ფანკი
საქმიანობა მომღერალი
კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
ფორტეპიანო
აქტიური 1998-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Universal Music Group ესპანეთი (2016-დღემდე)
საიტი Barei Music
ბარეი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

ბარბარა რეისაბალ გონსალეს-ალერი დაიბადა 29 მარტს 1982 წელს მადრიდში. ტერეზა გონსალეს-ალერ მონტერდეს და ფორტუნატო რეიზაბალ ლაროუის ქალიშვილი. მისი მამა, რომელიც გარდაიცვალა ცოტა ხნის შემდეგ, როგორც კი დაიბადა ბარეი, ეკუთვნოდა რეიზაბალების ოჯახი, რომელიც ჩართული იყო ფილმების წარმოებით და უძრავ ქინებაში ინვესტიციების დაბანდებით. ჰყავს სამი ძმა და და: იგნასიო, იესო, ჯულიანი და ლოურდესი. ბარბარა სწავლობდა სიმღერას, გიტარას, მუსიკალურ ენას და ფორტეპიანოს.[1]

ბარბარას კარიერა დაიწყო 16 წლის ასაკში, როდესაც ჩაწერა კრისტინა აგილერას, ლაურა პაუსინის და ლარა ფაბიანის ჰიტები. 2001 წელს ბარბარამ გონზალო ნუჩესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბენიდორმის საერთაშორისო სიმღერის ფესტივალზე, როგორც ნაწილი დუეტის Dos puntos სიმღერით "Abrazo del tiempo".[2] ფესტივალის ღამეს მეორე ადგილზე გავიდნენ, მაგრამ საბოლოოდ ისინი გახდნენ გამარჯვებულები იმის გამო, რომ პირველი ადგილის მფლობელები დისკვალიფიკაცია განიცადეს.[3][4] ფესტივალიდან ცოტა ხნის შემდეგ, ბარბარამ გადავიდა მაიამიში, სადაც ჩაწერა დემო ლათინურ პოპ ჟანრში, რომელიც გადაწყვიტა, რომ არ გამოაქვეყნებდა. უკან მადრიდში დაბრუნების შემდეგ, იგი გახდა რეგულარული შემსრულებელი ქალაქის საკონცერტო დარბაზებში.[5]

2011 წელს, ბარბარამ მიიღო მეტსახელი Barei და გამოაქვეყნა თავისი პირველი სტუდიური ალბომი Billete para no volver, ალბომი სრულად ესპანურ ენაზეა და წარმოებულია რუბენ ვილანუივას მიერ. ალბომის გამოცემის შემდეგ, ბარეი ყოველ 3 თვეში ერთხელ უშვებს ახალ სინგლს ინგლისურ ენაზე.

ევროვიზია 2016 რედაქტირება

2015 წლის 29 დეკემბერს, ესპანეთის მაუწყებელი Radiotelevisión Española (RTVE), გამოაცხადა ბარეი, როგორც ესპანეთის ეროვნული შერჩევის კონკუსის ექვსი კონკუსანტიდან ერთ-ერთი. 1 თებერვალს, ბარეიმ სიმღერით "Say Yay!",[6] მოიგო ესპანეთის ეროვნული შესარჩევი კონკურსი 114 ქულით და წარადგენს ესპანეთს ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე, რომელიც გაიმართება მაისში სტოკჰოლმში.[7]

ესპანეთის ევროვიზიის ეროვნული შესარჩევი კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ბარეიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს Universal Music Group ესპანეთდან.[8]

დისკოგრაფია რედაქტირება

ალბომი რედაქტირება

  • Billete Para No Volver (2011)
  • Throw The Dice (2015)

სიმღერები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Te lo contamos todo sobre la representante española en Estocolmo 2016|trans-title=Bareivisión: We tell you everything about the Spanish entrant in Stockholm 2016|publisher=Eurovision-Spain.com|date=4 February 2016 |accessdate=5 February 2016[მკვდარი ბმული]
  2. Los aspirantes a Eurovisión 2016 (I): Barei. Olevision.com (26 January 2016). ციტირების თარიღი: 2 February 2016.
  3. El Festival de Benidorm termina envuelto en una agria polémica. El País (25 June 2001). ციტირების თარიღი: 2 February 2016.
  4. La increíble historia de Barei: de Benidorm a Eurovisión pasando por Miami, Japón, Malú y ‘Velvet’. Teleprograma (26 January 2016). ციტირების თარიღი: 2 February 2016.
  5. Barei completa el cartel de aspirantes a representar a España en Eurovisión 2016. RTVE.es (29 December 2015). ციტირების თარიღი: 2 February 2016.
  6. Eurovisión 2016: ¡Escucha el #euroavances de las canciones de los aspirantes! Spanish. RTVE (19 January 2016). ციტირების თარიღი: 2 February 2016.
  7. Escudero, Victor. Barei to represent Spain in Stockholm!. Eurovision.tv. ციტირების თარიღი: 2 February 2016.
  8. López, Tony. Barei ficha por Universal Music Spain Spanish. FormulaTV.com. ციტირების თარიღი: 16 February 2016.