BPMN - ბიზნეს პროცესების მოდელი და ნოტაცია

BPMN (ინგლ. Business Process Model and Notation, ბიზნეს პროცესების მოდელი და ნოტაცია) — ბიზნეს პროცესების მოდელირებისთვის გამოყენებულ პირობითი აღნიშვნების (notation) სისტემა, რომელიც შეიმუშავა Business Process Management Initiative-მა უახლესი ვერსია BPMN 2.0 (2.0.2), წინა ვერსია — 1.2.

BPMN ნოტაციით1.1- ით წარმოდგენილი ბიზნეს-პროცესის მოდელირების მაგალითი: პროდუქციის შეკვეთის მოთხოვნის დამუშვება

აღწერა რედაქტირება

BPMN მთავარი მიზანია, სტანდარტული სიმბოლოების გამოყენებით, შეიქმნას ბიზნეს პროცესის აღმწერი დიაგრამა, რომელიც გასაგები იქნება ყველა ბიზნეს-მომხმარებლისთვის. ბიზნესის მომხმარებლები არიან:

  • ბიზნეს ანალიტიკოსები, რომლებიც ქმნიან და აუმჯობნესებენ ბიზნეს პროცესებს.
  • ტექნიკური დეველოპერები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროცესების რეალიზებას
  • მენეჯერები, რომლებიც მართავენ პროცესებს. შესაბამისად, BPMN წარმოადგენს ბიზნეს პროცესის დიზაინისა და უშუალოდ ბიზნეს-პროცესის დამაკავშირებელ რგოლს.

ელემენტები რედაქტირება

 
სახის ღონისძიებები BPMN 1.1

მოდელირება BPMN-ში ხორციელდება დიაგრამებით, რომლებშიც გამოიყენება გარკვეული რაოდენობის გრაფიკული ელემენტები. ასეთი ვიზუალიზაცია უადვილებს მომხმარებლებს ბიზნეს ლოგიკის გაგებას. არსებობს ელემენტების ოთხი ძირითადი კატეგორია:

  • პროცესის ნაკადის ობიექტები (Flow objects): მოვლენები (Events), მოქმედებები (activities) და ლოგიკური ოპერატორები / განშტოება (gateways)
  • მაკავშირებელი ობიექტები (Connecting objects): მომდევრობითი ნაკადი (Sequence flow), შეტყობინების ნაკადი (message flow) და ასოციაცია (association)
  • როლი (Swim lanes):  პული (Pool) და ბილიკი (lane)
  • არტეფაქტები: მონაცემები, ჯგუფები, და ტექსტური ანოტაციები.

ელემენტების ეს ოთხი კატეგორია გვაძლევს მარტივი დიაგრამების ბიზნეს პროცესების შექმნის საშუალებას.

პროცესის ნაკადის ობიექტები და მაკავშირებელი ობიექტები რედაქტირება

ნაკადის ობიექტების კონტროლი იყოფა სამ ძირითად ტიპად: მოვლენები (events), მოქმედება (საქმიანობა) და ლოგიკური ოპერატორები (გეითვეი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება