BMW X6 — ავტომობილი შემუშავებული გერმანული ბრენდის BMW-ს მიერ. პირველად აღნიშნული მოდელის კონცეპტი 2007 წელს ფრანკფურტის ავტოსალონში წარადგინეს, ხოლო 2008 წელს იგი ოფიციალურად გამოვიდა. X ხაზის მეექვსე სერია არის აღწურვილი 3.0 ლიტრის ტურბო დიზელისა და იმავე მოცულობის ტურბო ბენზინის ძრავებით. ასევე არსებობს ამ მოდელის M ვერსიაც რომელიც 4.4 ლიტრი 8 ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი.

BMW X6
ტრანსმისია
ძრავი 3.0 ლიტრი 6 ცილინდრი (ტურბო ბენზინი)
3.0 ლიტრი 6 ცილინდრი (ტურბო დიზელი)
4.4 ლიტრი 8 ცილინდრი (ტურბო ბენზინი)

BMW X6 M (E71) არის BMW X6 (E71)-ის გაძლიერებული ვერსია, რომელსაც უფრო ძლიერი ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია წინა მოდელებთან შედარებით. ამ ავტომობილში არის 4.4 ლიტრი მოცულობის V8 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც 547 ცხ/ძ-ს გამოიმუშავებს. ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 4.7 წმ-ში შეუძლია.

მცირე პაუზის შემდეგ გამოვიდა X6-ის მეორე თაობა F86 რომლის ტექნიკური მახასიათებლები და დიზაინი წინამორბედისაგან არც თუ დიდად განსხვავებულია.BMW X6 M (F86) აღჭურვილი არის 4.4 ლიტრ მოცულობის V8 ძრავით რომლის სიმძლავრე 567 ცხ/ძ-მდეა გაზრდილი.

BMW-ს X სერიის და SUV ტიპის ავტომობილებში ყველაზე სწრაფი ავტომობილია BMW X6 TYPHOON RS ULTIMATE, რომელიც BMW-ს ოფიციალური პარტნიორის, ცნობილი ტიუნინგ-ატელიეს, G-Power-ის მონაწილეობითაა შექმნილი და აღჭურვილია 5.5 ლიტრი მოცულობის 10 ცილინდრიანი ძრავით. იგი 900 ცხ/ძ-სა და 870 ნმ-ს გამოიმუშავებს 6,800 ბრუნზე. ამ მოდელს შეუძლია 100 კმ/სთ სულ რაღაც 4.2 წამში განავითაროს და მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BMW_X6&oldid=4309454“-დან