Atari 7800 ProSystem, უფრო მეტად ცნობილი, როგორც Atari 7800მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული კომპანია Atari, Inc.-ის მიერ 1986 წელს.[2] ეს არის პირველი კონსოლი, რომელიც სრულიად უკუთავსებადია Atari 2600-თან, რაიმე სახის მოდულის გამოყენების გარეშე. მისი თავდაპირველი საბაზრო ფასი 140 აშშ დოლარს შეადგენდა.

Atari 7800
მწარმოებელი Atari, Inc., Atari Corporation
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მესამე თაობა
გამოშვების თარიღი აშშ: მაისი, 1986[1]
PAL: 1987
გაიყიდა 3.5 მილიონი
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი Atari SALLY 6502 ("6502C") 1.19-1.79 მგჰ,
მეხსიერება 4კბ RAM, 4კბ BIOS
მონიტორი 160×240, 320×240 (PAL: 160×288/320×288)
გრაფიკა MARIA-ს გრაფიკული ჩიპი 7.16 მგჰ ტაქტური სიხშირით
უკუთავსებადობა Atari 2600
წინა Atari 5200
შემდეგი Atari Panther (გაუქმებული)

2600-თან შედარებით, 7800, აპარატურის თვალსაზრისით შესამჩნევად გაუმჯობესებულია, თუმცა გამოიყენებს იმავე აუდიო ჩიპს, რასაც მისი წინამორბედი. მასში განთავსებულია Atari SALLY 6502-ის ცენტრალური პროცესორი 1.19-1.79 ტაქტური სიხშირით, 4 კბ ოპერატიული მეხსიერება[3] და MARIA-ს გრაფიკული ჩიპი.[4]Atari 2600-თან უკუთავსებადობის წყალობით, მასზე ხელმისაწვდომი იყო უამრავი თამაში, თუმცა მესამე მხარის დეველოპერების ნაკლებობის გამო, სისტემაზე ჯამში 100 ერთეულ თამაშზე მეტი არ გამოსულა.

კონსოლის თავდაპირველი სახელწოდება იყო Atari 3600 და გამოცემა დაგეგმილი იყო 1984 წლის 21 მაისისთვის, მაგრამ თარიღმა 1986 წლამდე გადაიწია,[5] რაც განაპირობა იმან, რომ შემქმნელი კომპანია შეისყიდა Tramel Technology Ltd-მა.[6]

მსოფლიოს მასშტაბით, სისტემის გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 3.5 მილიონ ეგზემპლარს. 2009 წელს საიტმა IGN, Atari 7800-ს სიაში „25 ყველა დროის საუკეთესო კონსოლი“ 17-ე ადგილი მიუჩინა.[2]

თამაშები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. page 13. Computer Entertainer (თებერვალი, 1987).
  2. 2.0 2.1 Top 25 Videogame Colsoles of All time. IGN (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-24. ციტირების თარიღი: 2011-03-21.
  3. „When Pac Ruled the Earth“. Electronic Gaming Monthly (62). EGM Media, LLC. September 1994. p. 18.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-07. ციტირების თარიღი: 2017-09-22.
  5. "Atari Video Game Unit Introduced", New York Times
  6. AtariAge: Atari 7800 History, AtariAge.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Atari_7800&oldid=4551525“-დან