2ს1 გვოზდიკა (რუს. 2С1 Гвоздика) — საბჭოთა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. შექმნილია მსუბუქ ამფიბიურ გამწევ მანქანა МТ-ЛБ -ის ბაზაზე. ქვემეხად კი აქვს 122მმ D-30. 2С1 შექმნილია GRAU-ს მიერ.

2С1

ბულგარეთის სამხედრო აღლუმზე
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 26
ეკიპაჟი, კაცი 4 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1969-1991[1]
ექსპლუატაციის წელი(წლები) დღემდე
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 2.85
სიმაღლე, მმ 2,73
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი 20მმ მსუბუქი ჯავშანი
შეიარაღება
ტყვიამფრქვევები არ აქ
სხვა შეიარაღება 122მმ 2A18 მაქს.სიშორე 21,9
მობილურობა
ძრავის ტიპი დიზელის YaMZ-238N ტიპის ძრავა
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 500
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 60
გადაადგილების სიჩქარე, კმ/სთ 30
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 500

კონსტრუქცია რედაქტირება

თვითმავალი ჰაუბიცა 2C1 აგებულია თანამედროვე თვითმავალი არტილერიისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სქემით — წინა ნაწილში განლაგებულია მართვისა და ძრავა-ტრანსმისიული განყოფილებები. საბრძოლო განყოფილება კორპუსის შუა და ბოლო ნაწილებშია მოთავსებული. ამავე ნაწილში დაყენებულია დაჯავშნული კოშკურა საარტილერიო შეიარაღებით. ეკიპაჟი ოთხი ადამიანისგან შედგება. მძღოლი-მექანიკოსი იმყოფება მართვის განყოფილებაში; მეთაური, დამმიზნებელი და გადამტენი — იმყოფებიან კოშკურაში. ჰაუბიცის კორპუსი და კოშკურა ერთმანეთთან შედუღებული ჯავშნიანი ფოლადის ფილებისგან არის აწყობილი. ჯავშანი იცავს ხელის ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან. ასევე — მცირე სიმძლავრის ნაღმებისგან. სროლისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა სახის ჭურვი, რომელიც შედის ჰაუბიცა Д-30-ის საბრძოლო კომპლექტში: მსხვრევადი, მსხვრევად-ფუგასური, კუმულაციური, კვამლის, მანათობელი ჭურვები.

ისტორია რედაქტირება

პირველი პროტოტიპი შეიქმნა 1969 წელს, ხოლო წითელი არმიის შეიარაღებაში მიიღეს 1970 წელს. თვითმავალი საარტილერიო დანადგარი პირველად გამოჩნდა პოლონეთის სამხედრო აღლუმზე 1974 წელს. დასავლეთში 2С1-ს M1974 უწოდეს. თვითმავალი საარტილერიო დანადგარის წარმოება მიმდინარეობდა პოლონეთში, ბულგარეთსა და რუსეთში.

 
განადგურებული გვოზდიკა

საარტილერიო დანადგარის დადებითი და უარყოფითი მხარეები რედაქტირება

2С1-ის უპირველესი ნაკლი იყო მისი სუსტი ჯავშანი, ხშირად ჭურვის მოხვედრის შემდეგ ეკიპაჟი ყველა წევრი იღუპებოდა. ასევე ძალიან დაბალი არის მისი ამფიბიური შესაძლებლობები, თუმცა ეფექტურია თოვლში და ჭაობებიან ადგილებში.

ვარიანტები რედაქტირება

საბჭოთა კავშირი
  • UR-77 "Meteorit" — გამნაღმელ ტრალებიანი მოდიფიკაცია
  • RKhM-K — სამეთაურო ვარიანტი
პოლონეთი
  • 2S1M — გაძლიერებული ამფიბიური საკიდრებით
  • 2S1T Goździk — გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელსაც გაძლიერებული აქვს ცეცხლის მართვის სისტემა, ასევე დამატებული აქვა რადიოები, ჯიპიესი
  • Rak carrier — მას ჰქონდა 120მმ ნაღმსატყორცნი, რომელიც იყო 2S1-ის შასზე
  • LPG (LPG for Lekkie Podwozie Gąsiennicowe – Light Tracked Chassis) — 2S1 Goździk გადაკეთებული იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანად, მისი 122მმ ქვემეხი იყო მოხსნილი, ასევე შეცვალეს ძრავა და დააყენეს ახალი გერმანული მტუ-ს
რუმინეთი
  • Model 89 — მოდიფიცირებული ვარიანტი რომელსაც კორპუსი ჰქონდა MLI-84-ის მსგავსი
ირანი
  • Raad-1 — ირანელების მიერ მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელსაც ჰქონდა Boragh დეტალებით გამოყენებული კორპუსი
ბულგარეთი
  • BMP-23 (bojna mashina na pekhotata) — მისი 122მმ ქვემეხი იყო მოხსნილი და მის მაგივრად დაყენებული ჰქონდა 23მმ 2A14 ტიპის ქვემეხი, ასევე ტანკსაწინააღმდეგო მალიუტკა
  • BMP-23D — დამატებული ჰქონდა კვამლის ყუმბარები და 9K111 "Fagot"-ი
  • BRM-23 — სადაზვერო მოდიფიკაცია
  • BMP-30 — შეიარაღებაში ჰქონდა ბმპ-2-ის ქვემეხი. ასეთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა მხოლოდ 10 ცალი აიგო
სუდანი
  • Abu Fatma — ლიცენზირებული ასლი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 122-мм Самоходная гаубица 2С1 „Гвоздика“. Государственный Военно-технический музей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-02. ციტირების თარიღი: 2012-04-22.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=2С1&oldid=4547384“-დან