127 საათი (ინგლ. 127 Hours) — 2010 წლის ბიოგრაფიული, სათავგადასავლო ფილმი, რომლის რეჟისორია დენი ბოილი. სიუჟეტი მოგვითხრობს ნამდვილ ისტორიას ალპინისტ აარონ რალსტონის შესახებ, რომელსაც 2003 წლის აპრილში კანიონლენდსში, იუტაში, ველოსიპედით მოგზაურობისას ლოდი დაეცა და ხუთ დღეზე მეტის განმავლობაში იქ გაიჭედა. ფილმის სცენარი, რომელიც დაფუძნებულია რალსტონისვე ავტობიოგრაფიულ წიგნზე „ლოდსა და მაგარ ადგილს შორის“, ეკუთვნით ბოილსა და საიმონ ბეფოს, რომელიც ასევე მუშაობდა ბოილის წინა სარეჟისორო ნამუშევარზე „ღარიბი მილიონერი“. ფილმში მთავარ როლს ასრულებს ამერიკელი მსახიობი ჯეიმზ ფრანკო.

„127 საათი“

ფილმის პოსტერი
ჟანრი ბიოგრაფიული, სათავგადასავლო
რეჟისორი დენი ბოილი
პროდიუსერი კრისტიან კოლსონი
ჯონ სმითსონი
დენი ბოილი
შარან კაპური
სცენარის ავტორი დენი ბოილი
საიმონ ბეფო
როლებში ჯეიმზ ფრანკო
ქეით მარა
ამბერ ტამბლინი
კლემენს პოესი
კომპოზიტორი ა. ე. რაჰმანი
ოპერატორი ენტონი დოდ მენტლი
ენრიკე ჩედიაკი[1]
მონტაჟი ჯონ ჰარისი
სტუდია Cloud Eight
Decibel Films
Darlow Smithson Productions
HandMade Films
Film4 Productions
დისტრიბუტორი Fox Searchlight Pictures (აშშ)
Pathé (დიდი ბრიტანეთი)
Fox Star Studios (ინდოეთი)
გამოსვლის თარიღი 12 ნოემბერი, 2010 (2010-11-12)
ხანგრძლივობა 94 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური ენა
ბიუჯეტი $18 მლნ[2]
შემოსავალი $21 129 149[2]

სურათის პრემიერა გაიმართა 4 სექტემბერს, 5 ნოემბერს კი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის შეზღუდული რაოდენობის კინოთეატრებში დაიწყო მისი ჩვენება. 12 ნოემბერს კინოთეატრების რიცხვი 22-მდე გაიზარდა, 19 ნოემბერს 108-მდე, 24 ნოემბერს კი 279-მდე. მსოფლიოს კინოთეატრებში ფილმის სრული გამოსვლა 2011 წლის 28 იანვრისთვისაა დაგეგმილი. ფილმს პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა. Rotten Tomatoes-ის მიხედვით სურათის შეფასებათა 93% დადებითია.[3]

ოსკარის 83-ე დაჯილდოებაზე ფილმმა 6 ნომინაცია დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო სურათის, ადაპტირებული სცენარის და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში.[4]

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

აარონ რალსონი 27 წლის მოგზაურია. ის იუტას შტატში, კანიონლენდსში ბლუჯონ კანიონში მოგზაურობს. მას 800 ფუტიანი ლოდი დაეცემა ხელზე, რის გამოც აარონი ვეღარ გადაადგილდება. პრობლემას ის ემატება, რომ აარონს არავისთვის დაუბარებია, თუ სად მიდიოდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Caranicas, Peter (October 26, 2010). „Boyle hikes up number of d.p.'s on '127 Hours'. Variety. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 127 Hours (2010) - Box Office Mojo. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: November 14, 2010.
  3. 127 Hours. Rotten Tomatoes. Flixster. ციტირების თარიღი: December 12, 2010.
  4. Nominations by Category - 83rd Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2011-01-25.