1,4-დიოქსანიჰეტეროციკლური ორგანული ნაერთი ეთერების კლასიდან. არის უფერო სითხე და აქვს დიეთილის ეთერის მსგავსი სუნი. მას ასევე უწოდებენ მარტივ დიოქსანს, რადგან მისი იზომერი დიოქსანები იშვიათად გვხვდება. ქიმიური ფორმულაა .

1,4-დიოქსანი
1,4-დიოქსანი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
სისტემური სახელწოდება1,4-დიოქსანი
ტრადიციული სახელწოდებადიოქსანი, დიეთილენის ეთერი.
ემპირიული ფორმულა
მოლური მასა88.106 /მოლი
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა11.8 °C
დუღილის ტემპერატურა101.1 °C

1,4-დიოქსანი ლაბორატორიებში გამოიყენება გამსნელად და სტაბილიზატორად ალუმინის კონტეინერერებში ქლორირებულ ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებისთვის[1].

წარმოება რედაქტირება

1,4-დიოქსანი იწარმოება დიეთილენ გლიკოლისგან მჟავა კატალიზური დეჰიდრატაციით, რაც თავის მხრივ მიიღება ეთილენის ოქსიდის ჰიდროლიზით.

1,4-დიოქსანის მიიღება ეთილენგლიკოლის მოლეკულათშორისი დეჰიდრატაციითაც, კატალიზატორად ჩვეულებრივ იყენებენ გოგირდმჟავას, ამ რეაქციის პრინციპი ჰგავს ეთანოლისგან დიეთილის ეთერის მიღების პრინციპს.

1985 წლისთვის 1,4-დიოქსანის გლობალური წარმოების მოცულობა იყო 11 000-დან 14 000 ტონამდე[2].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Wisconsin Department of Health Services (2013) 1,4-Dioxane Fact Sheet დაარქივებული 2020-10-16 საიტზე Wayback Machine. . Publication 00514. Accessed on 2016-11-12.
  2. Surprenant, Kenneth S. (2000) „Dioxane“, Dioxane in Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry. DOI:10.1002/14356007.a08_545. ISBN 978-3527306732.