.мкдზედა დონის ეროვნული დომენი (ccTLD) ჩრდილოეთ მაკედონიისათვის. 2017 წლის მაისის მონაცემებით დომენზე 510 ვებ-გვერდია დარეგისტრირებული. 2012 წელს MARnet-მა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ექნებოდა დომენი კირილიცაზე. ვარიანტების მიღება დაიწყო 2012 წლის 19 ნოემბერს და დასრულდა ამავე წლის 3 დეკემბერს. MARnet-მა გამოარჩია ექვსი ვარიანტი: .мкд, .мак, .македонија, .рмкд, .рм და .рмак. დაინიშნა გამოკითხვა, რომლის შედეგებიც 2013 წლის იანვარში გახდა ცნობილი.

.мкд
დომენის ტიპი ზედა დონის ეროვნული დომენი
სტატუსი მოქმედი
რეგისტრატორი MARnet
დანიშნულება ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი.
ფაქტობრივი გამოყენება პოპულარულია ჩრდილოეთ მაკედონიაში
საიტი www.marnet.mk/

საბოლოო შედეგები რედაქტირება

გამოკითხვაში მონაწილეობა 2288 ადამიანმა მიიღო.

საბოლოო შედეგები
დომენი ხმები %
.мкд 1,670 73
.мак 324 14
.рм 155 7
.македонија 122 5
.рмкд 10 0
.рмак 7 0

დომენი ოფიციალურად დარეგისტრირდა 2014 წლის 20 მარტს.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. Македонија на интернет со кириличен домен. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 26 აპრილი 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=.мкд&oldid=4386072“-დან