(Just Like) Starting Overჯონ ლენონის სიმღერა, რომელიც შესულია მომღერლის უკანასკნელ ალბომში Double Fantasy. B-მხარეს არის იოკო ონოს სიმღერა Kiss Kiss Kiss. სიმღერა ჩაწერილი იქნა 1980 წლის 24 ოქტომბერს, სიმღერის ჩაწერა მიმდინარეობდა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში და გამოიცა, მომღერის მკვლელობიდან რამდენიმე თვით ადრე. სიმღერამ გამოშვებისთანავე უდიდესი მოწონება დაიმსახურა, მან ამერიკის ჩარტებში #1 ადგილი დაიკავა (როდესაც ჯონ ლენონს ტყვია ესროლეს ნიუ-იორკში 1980 წლის 8 დეკემბერს, ამ სიმღერას ამ პერიოდში #3 პოზიცია ეკავა ჩარტებში, მას ეს პოზიცია რამდენიმე კვირა განმავლობაში დარჩა.) დიდ ბრიტანეთში ამ სიმღერამ #8 ადგილი დაიკავა, ლენონის მკვლელობის შემდეგ ამ სიმღერამ დიდ ბრიტანეთში #1 ადგილი დაიკავა. 1981 წლისათვის ჯონ ლენონის 3 საუკეთესო სიმღერას შორის ერთ-ერთი სწორედ (Just Like) Starting Over იყო.

„(Just Like) Starting Over“
სინგლიჯონ ლენონი
ალბომიდან Double Fantasy
B-მხარე Kiss Kiss Kiss (იოკო ონო)
გამოსვლის თარიღი 24 ოქტომბერი 1980
ჩაიწერა 6 აგვისტო - 13 ოქტომბერი 1980
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 3:57
ხმისჩამწერი ლეიბლი Geffen Records
პროდიუსერი ჯონ ლენონი, იოკო ონო და ჯეკ დაგლასი
ჯონ ლენონი — სინგლების ქრონოლოგია
„Stand by Me“
(1975)
(Just Like) Starting Over
(1980)
„Woman“
(1981)

ეს სიმღერა დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება