ჰუსეინ მოჰამად ერშადი

ჰუსეინ მოჰამად ერშადი (ბენგ. হুসেইন মুহাম্মদ এরশাদ; დ. 1 თებერვალი, 1930, რანგპური, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 14 ივლისი, 2019, დაკა) — პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე ბანგლადეშში. ქვეყნის პრეზიდენტი და დიქტატორი 1983-1990 წლებში.

ჰუსეინ მოჰამად ერშადი
ბენგ. হুসেইন মুহাম্মদ এরশাদ
ჰუსეინ მოჰამად ერშადი ბენგ. হুসেইন মুহাম্মদ এরশাদ
ბანგლადეშის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 მარტი 1982 – 27 მარტი 1982
წინამორბედიაბდუს სატარი
მემკვიდრეახსანუდინ ჩოუნდხური

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი 1983 – 6 დეკემბერი 1990
წინამორბედიახსანუდინ ჩოუნდხური
მემკვიდრეშაჰაბუდინ აჰმედი

დაბადებული1 თებერვალი, 1930
რანგპური, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი14 ივლისი, 2019 (89 წლის)
პოლიტიკური პარტიაჯატია
განათლებადაკის უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი

ბიოგრაფია რედაქტირება

ჰუსეინის მამა ინდოეთის გაყოფისას დასავლეთ ბენგალიდან აღმოსავლეთ პაკისტანში გადავიდა საცხოვრებლად.

1952 წლიდან ჰუსეინი პაკისტანის სამხედრო სამსახურში მსახურობდა, ხოლო 1971 წლიდან ახალშექმნილ ბანგლადეშის ჯარს შეუერთდა. უმაღლესი საბრძოლო განათლება ბანგლადეშის ომის შემდგომ პერიოდში მიიღო, ინდოეთში.

1973 წელს მან მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1975 წელს კი გენერალ-მაიორი გახდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება