ჰუანაკო (ლათ. Lama guanicoe) — ძუძუმწოვარი ცხოველი აქლემისებრთა ოჯახის ლამების გვარისა. მისი სხეულის სიგრძე 180–225 სმ, მასა 60–75 კგ აღწევს. აქვს გრძელი კისერი და კიდურები, მურა ბეწვით დაფარული სხეული. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის მაღალმთიანეთში პერუდან პატაგონიამდე. ცხოვრობს ძნელად მისადგომ ადგილებში ზღვის დონიდან 5000 მეტრამდე. ქმნის მცირე ჯოგებს. პოლიგამიური ცხოველია. იკვებება ბალახეულობით. ნადირობის ობიექტია (იყენებენ ხორცსა და ტყავს), რის გამოც მისი რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

ჰუანაკო
ჰუანაკო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  აქლემისებრნი
გვარი:  ლამა
სახეობა:  ჰუანაკო
ლათინური სახელი
Lama guanicoe (Statius Müller, 1776)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 11186
გავრცელება

ლიტერატურა რედაქტირება