ჰოფსიეკუდლი (ისლ. Hofsjökull — „ტაძრის მყინვარი“) — მყინვარი ისლანდიაში. ფართობი 923 კმ², მოცულობა 208 კმ³.[1] მყინვარის უმაღლესი წერტილი განლაგებულია ზღვის დონიდან 1765 მ სიმაღლეზე.[2] ვატნაიეკუდლისა და ლაუნგიეკუდლის შემდეგ ფართობით კუნძულზე მესამე მყინვარია, გარდა ამისა, წარმოადგენს ისლანდიის უდიდეს აქტიურ ვულკანს. მდებარეობს კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, ისლანდიის პლატოს დასავლეთ ნაწილსა და კედლინგარფედლის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მყინვარული გუმბათი სწორი ოვალური ფორმისაა, რომლის დიამეტრია თითქმის 40 კმ და ფარავს ფარისებრი ტიპის ვულკანს, რომელიც განლაგებულია ისლანდიის რიფტული ზონის პირაპირ; აქვს კალდერა, რომლის ზომებია დაახლოებით 7 x 11 კმ, აგრეთვე გააჩნია რიგი სხვა ვულკანური გამოსავლები. ფუმაროლური აქტივობა კონცენტრირებულია კომპლექსის შუა ნაწილში და ყველაზე უფრო ძლიერია კუნძულზე.[3] მყინვარიდან სათავეს ღებულობენ მდინარეები: თიოურსაუ, ბლანდა, ჰვიტაუ.

ჰოფსიეკუდლი
Hofsjökull
ჰოფსიეკუდლი
ჰოფსიეკუდლი
კოორდინატები: 64°49′ ჩ. გ. 18°49′ დ. გ. / 64.817° ჩ. გ. 18.817° დ. გ. / 64.817; -18.817
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
ფართობი 923 კმ²
ჰოფსიეკუდლი — ისლანდია
ჰოფსიეკუდლი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Temporal Variability of Ice Flow on Hofsjökull, Iceland, observed by ERS SAR Interferometry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2012-04-02.
  2. National Land Survey of Iceland — Geographical information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2012-04-02.
  3. Hofsjökull Summary. Global Volcanism Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2012-04-02.