ჰორმიზდ IV (სპარს. هرمز چهارم; დ. 540 — გ. 590, ქტესიფონი) — სასანიდთა დინასტიის 23-ე შაჰინშაჰი 579–590 წლებში, ხოსრო I-ის ვაჟი.

ჰორმიზდ IV
هرمز چهارم
სასანიდური ირანის 23-ე შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 579
მმართ. დასასრული: 590
წინამორბედი: ხოსრო I
მემკვიდრე: ბაჰრამ ჩუბინი
(უზურპატორი)
ხოსრო II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 540
გარდ. თარიღი: 590
გარდ. ადგილი: ქტესიფონი
შვილები: ხოსრო II
დინასტია: სასანიანები
მამა: ხოსრო I
რელიგია: ზოროასტრიზმი

ტახტზე ავიდა მამის გარდაცვალების შემდეგ. მან ჩაიბარა ძლიერი, ორგანიზებული და კულტურულად აღზევებული სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, ის ვერ გახდა მამამისის, ხოსრო I ანუშირვანის მსგავსად კარგი მმართველი. ჰორმიზდმა ვერ შეძლო იმპერიაზე სრული კონტროლის დამყარება. ბიზანტიელებთან მიმდინარე ომის შედეგად დაკარგა მთელი მესოპოტამია, კავკასია და რამდენიმე ოლქი. პარალელურად, სასანიდურ ირანს ჩრდილოეთიდან თავს ესხმოდნენ ხაზარები. 571–572 წლებში ირანს გამოეყო სომხეთი და საქართველო.

488 წელს ქვეყანაში აჯანყებები დაიწყო, რომლებმაც საგრძნობლად დაასუსტა ჰორმიზდის ხელისუფლება. 490 წელს ის შეიპყრო მომავალმა შაჰმა და უზურპატორმა, ბაჰრამ ჩუბინმა. ბაჰრამის ბრძანებით ჰორმიზდ IV დააბრმავეს და რამდენიმე დღეში სიკვდილით დასაჯეს. 1 წლის შემდეგ, მისმა ვაჟმა, ხოსრო II-მ ბიზანტიელების დახმარებით შეძლო ბაჰრამ ჩუბინის მოკვლა და ტახტზე ასვლა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • (1992) The Prosopography of the Later Roman Empire, Volume III: A.D. 527–641. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-20160-5. 
  • Pourshariati, Parvaneh (2008). Decline and Fall of the Sasanian Empire: The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran. London and New York: I.B. Tauris. ISBN 978-1-84511-645-3. 
  • Shapur Shahbazi, A. (2004). „HORMOZD IV“. Encyclopaedia Iranica, Vol. XII, Fasc. 5. pp. 466–467.