ჰომეოპათია (ბერძ. ὅμοιος — „მსგავსი“ და ბერძ. πάθος — „ტანჯვა“) — ცრუმეცნიერული (ფსევდომეცნიერული)[1][2][3][4] ალტერნატიული მედიცინის სისტემა, რომლის მიხედვითაც დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ხშირად და მცირე დოზით ისეთი წამლების მიღება, რომელთა დიდი დოზა ჯანმრთელ ადამიანში გამოიწვევდა ამ დაავადების მსგავს სიმპტომებს. მისი ფუძემდებელია, გერმანელი ექიმი სამუელ ჰანემანი.

ჰომეოპათური პრეპარატი დამზადებული შხამიანი მცენარე თუთუბოსგან

„ჰომეოპათია“ იყენებს მცენარეულ, მინერალურ და ცხოველურ სამკურნალო საშუალებებს უმცირესი დოზით და „მსგავსების პრინციპით“ („მსგავსების პრინციპი“ ნიშნავს მკურნალობა „მსგავსისა მსგავსით“: იმ პათოგენეზს, რომელსაც პრეპარატი იწვევს დიდ დოზაში, მკურნალობს უმცირესი დოზით). ანუ თავისი არსით ჰომეოპათია ეს არის ბიომარეგულირებელი თერაპია, რომელიც არ სტიმულირებს ან არ თრგუნავს ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესს.

იგი მართავს და აწესრიგებს ორგანიზმის ადაპტაციურ მექანიზმებს და ხელს უწყობს ორგანიზმის თვითგანკურნების მექანიზმს თითოეული ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ჰომეოპათია არ არის მარტო მკურნალობის მეთოდი, ის ახალი მიმართულებაა, მკურნალობის ახალი, სრულიად განსხვავებული სისტემაა მედიცინაში. იგი ადამიანის ორგანიზმს და მასში არსებულ პათოლოგიებს განიხილავს არა ცალ-ცალკე სისტემების მიხედვით, არამედ მთლიანობაში და ერთ ადამიანში არსებულ რამდენიმე პათოლოგიას ლოგიკურად უკავშირებს ერთმანეთს, აღწერს ზოგად პათოლოგიურ კანონებს და გვიხსნის, თუ რატომ უვითარდება ამა თუ იმ ადამიანს ესა თუ ის პათოლოგია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 682.
  • თ. ალაშვილი - ადაპტაციური თერაპია - ჰომეოპათია, თბილისი, 1997 წ.
  • კ. საბახტარიშვილი - ჰომეოპათიური წამლის საოცარი ეფექტები – თბილისი, 2000 წ.
  • Cамуель Ганеманн – «Чистая Материя Медика». Т.О.О. «ОЛЛО», 1994.
  • Новейшая Materia Medica - Pоджер Моррисон. М. Гомеопатическая медицина 1999.
  • Г. Кёллер - Гомеопатия, М. Медицина, 2000 г.
  • С.Р.Фатак – Краткий реперторий и Materia Medica гомеопатических лекарств. Новосиб, 2000 г.
  • Каммингс С. , Ульман Д. – Гомеопатический справочник на все случаи жизни . Санкт – Петербург, 1998 г.
  • Дж. Кент – Реперторий гомеопатических лекрств. «Трина», Новосибирск, 1995.
  • Вильям Берике - Materia Medica гомеопатических препаратов. М. Гомеопатическая медицина. 1998 г.
  • Н. К. Симеонова - Тайны гомеопатии. Киев. Академпресс, 1998 г.
  • hans selie - “stresi tanjvis gareSe” 1982 w
  • Гомеопатические лекарственные средства - руководство по описанию и изготовлению под ред
  • В.И. Рыбака перевод с нем Д-р Вильмара Швабе «Руководство по изготовлению гомеопатических лекарств», М. 1967 г.
  • С. Баракин – «Вам поможет гомеопатия», Санкт – Петербург, 2002 г.

სქოლიო რედაქტირება

  1. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Tuomela არ არის მითითებული ტექსტი; $2
  2. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Smith2012 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  3. (2014) „Science, Pseudoscience, and Not Science: How Do They Differ?“, Chapter 2: Science, Pseudoscience, and Not Science: How Do They Differ?. Springer, გვ. 19–57. DOI:10.1007/978-1-4614-8541-4_2. ISBN 978-1-4614-8540-7. „within the traditional medical community it is considered to be quackery“ 
  4. Ladyman J (2013). „Chapter 3: Towards a Demarcation of Science from Pseudoscience“, Philosophy of Pseudoscience: Reconsidering the Demarcation Problem. University of Chicago Press, გვ. 48–49. ISBN 978-0-226-05196-3. „Yet homeopathy is a paradigmatic example of pseudoscience. It is neither simply bad science nor science fraud, but rather profoundly departs from scientific method and theories while being described as scientific by some of its adherents (often sincerely).“