ჰოლმიუმი
67Ho
164.93
4f11 6s2

ჰოლმიუმი[1][2] (ლათ. Holmium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება ლანთანოიდების ოჯახს. ატომური ნომერია — 67, ატომური მასა — 164.93, tდნ — 1461 °C, tდუღ — 2600 °C, სიმკვრივე — 8.79 გ/სმ3. რბილი მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონი. ბუნებაში გვხვდება ჰოლიუმის ერთი მდგრადი იზოტოპი . 1879 წელს აღმოაჩინა შვედმა ქიმიკოსმა პ. კლევემ ჰოლმიუის „მიწის“ — ჰოლმიუმის ოქსიდის სახით. ჰოლმიუმის შემცველობა დედამიწის ქერქში მასის მიხედვით 1.7×10−4 %-ია. ჰოლმიუმის ჟანგვის ხარისხია +3. ჰაერზე იჟანგება, ოთახის ტემპერატურაზე მოქმედებს წყალთან, , , , გახურებისას — , , , . ღებულობენ ფთორიდების ან ქლორიდების ლითონთერმული აღდგენით. ჰოლმიუმი მაგნიტური შენადნობების კომპონენტია , , ერთად.

ჰოლმიუმი, 67Ho
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა რბილი მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონი
სტანდ. ატომური
წონა
Ar°(Ho)
164.930329±0.000005
164.93±0.01 (დამრგვალებული)
ჰოლმიუმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი


Ho

Es
დისპროზიუმიჰოლმიუმიერბიუმი
ატომური ნომერი (Z) 67
პერიოდი 6 პერიოდი
ბლოკი f-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Xe] 4f11 6s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 29, 8, 2
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
1461 °C ​(1734 K, ​​2662 °F)
დუღილის
ტემპერატურა
2600 °C ​(2873 K, ​4712 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 8.79 გ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 8.34 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 17.0 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 251 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 27.15 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 1432 1584 (1775) (2040) (2410) (2964)
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი 0, +1, +2, +3
ელექტროდული პოტენციალი
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 1.23
იონიზაციის ენერგია
  • 1: 581.0 კჯ/მოლ
  • 2: 1140 კჯ/მოლ
  • 3: 2204 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 176 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 192±7 პმ
მოლური მოცულობა 18.7 სმ3/მოლი

ჰოლმიუმის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება პირველადი ნუკლიდების სახით
მესრის სტრუქტურა მჭიდრო ჰექსაგონალური
მესრის პერიოდი 3.577 Å
ბგერის სიჩქარე 2760 მ/წმ (20 °C)
თერმული გაფართოება 11.2 µმ/(მ·K)
თბოგამტარობა 16.2 ვტ/(·K)
კუთრი წინაღობა 814 ნომ·მ
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
იუნგას მოდული 64.8 გპა
წანაცვლების მოდული 26.3 გპა
დრეკადობის მოდული 40.2 გპა
პუასონის კოეფიციენტი 0.231
ვიკერსის მეთოდი 410–600 მპა
ბრინელის მეთოდი 500–1250 მპა
CAS ნომერი 7440-60-0
ისტორია
აღმომჩენია Jacques-Louis Soret and Marc Delafontaine (1878)
ჰოლმიუმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
163Ho სინთ 4570 წ ε 163Dy
164Ho სინთ 28.8 წთ ε 164Dy
β 164Er
165Ho 100% სტაბილური
166Ho სინთ 26.812 სთ β 166Er
166m1Ho სინთ 1132.6 წ β 166Er
167Ho სინთ 3.1 სთ β 167Er

ისტორია რედაქტირება

1879 წელს შვეიცარიელმა ქიმიკოსმა და ფიზიკოსმა ჯ. ლ. სორემ "ერბიუმის მიწის" სპექტრალური ანალიზის მეთოდით აღმოაჩინა ახალი ელემენტი.

სახელწოდების წარმომავლობა რედაქტირება

ელემენტს სახელწოდება მისცა შვედმა ქიმიკოსმა პ. ტ. კლევემ სტოკჰოლმის პატივსაცემად (მისი ძველი ლათინური სახელწოდება Holmia), ის მინერალი საიდანაც კლევემ გამოჰყო 1879 წელს ახალი ელემენტის ოქსიდი, ნაპოვნი იყო შვედეთის დედაქალაქთან ახლოს.

ბუნებაში რედაქტირება

დედამიწის ქერქში ჰოლმიუმის შემცველობა მასის მიხედვით არის 1,3×10−4 %, ზღვის წყალში 2,2×10−7 %. სხვა იშვიათმიწა ლითონებთან ერთად შეიცავს მინერალები მონაციტი, ბასტენეზიტი, ევქსენიტი, აპატიტი და გადოლინიტი.

კოსმოსურ ობიექტებს შორის ჰომიუმის ანომალურად მაღალი შემცველობით გამოირჩევა პშიბილსკის ვარსკვლავი.

საბადოები რედაქტირება

ჰოლმიუმი შედის ლანთანოიდების შემადგენლობაში, რომლებიც გვხვდება აშშ-ში, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, სკანდინავიაში.

მიღება რედაქტირება

მიიღებენ ჰოლმიუმის ფტორიდის HoF3-ის აღდგენით კალციუმით.

ღირებულება რედაქტირება

99-99,99 % სიწმინდის ჰოლმიუმის ოქსიდის ფასები 2006 წელს შეადგინა 120—191 დოლარი 1 კგ.

ქიმიური თვისებები რედაქტირება

ჰოლმიუმი ნელა იჟანგება ჰაერზე, Ho2O3-ის წარმოქმნით. ურთიერთქმედებს მჟავეებთან (HF-ის გარდა), და წარმოქმნის მარილებს Ho3+. გახურებისას რეაგირებს ქლორთან, ბრომთან, აზოტთან და წყალბადთან. მდგრადია ფთორის ზემოქმედების მიმართ.

გამოყენება რედაქტირება

ჰოლმიუმი მონოიზოტოპური ელემენტია (ჰოლმიუმ-165).

ზეძლიერი მაგნიტური ველების მიღება რედაქტირება

ზეწმინდა ჰოლმიუმი გამოიყენება ზეგამტარი მაგნიტების პოლუსის ბუნიკების დასამზადებლად ზემძლავრი მაგნიტური ველების მიღებისათვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ასევე ჰოლმიუმ-ერბიუმის შენადნობი.

იზოტოპები რედაქტირება

ჰომიუმის რადიოაქტიური იზოტოპი — ჰოლმიუმ-166 გამოიყენება ანალიტიკურ ქიმიაში როგორც რადიოაქტიური ინდიკატორი.

მეტალურგია რედაქტირება

ჰოლმიუმის დამატება ალუმინის შენადნობებში მკვეთრად ამცირებს მათში აირების შემცველობას.

ლაზერული მასალები რედაქტირება

ჰოლმიუმის იონები გამოიყენება ლაზერული გამოსხივების გენერაციისათვის სპექტრის ინფრაწითელ სეგმენტში, ტალღების სიგრძე — 2,05 მკ.

თერმოელექტრული მასალები რედაქტირება

ჰოლმიუმის მონოტელურიდის თერმო-ე.მ.ძ შეადგენს 40 მკვ/К.

ბირთვული ენერგეტიკა რედაქტირება

ჰოლმიუმის ბორატი გამოიყენება ატომურ ტექნიკაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 58
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 681.