ჰოი-ანიქალაქი ვიეტნამში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-ცენტრალურ სანაპირო ზოლში, სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროზე. ბოლო მონაცემებით, მისი მოსახლეობა დაახლოებით 120 000 ადამიანია.

ჰოი-ანი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ვიეტნამის დროშა ვიეტნამი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, v
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 15°53′00″ ჩ. გ. 108°20′00″ ა. გ. / 15.88333° ჩ. გ. 108.33333° ა. გ. / 15.88333; 108.33333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 948
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 948
ინგლ.რუს.ფრ.

ახ. წ I საუკუნეში ქალაქი სამხრეთ აზიის უმსხვილეს სავაჭრო პორტს წარმოადგენდა და ჩამპას სახელით იყო ცნობილი. ის ასევე მნიშვნელოვანი ვიეტნამური სავაჭრო ცენტრი იყი XVI-XVII საუკუნეებში, სადაც ჩინელები, იაპონელები, ნიდერლანდელები და ინდოელებიც სახლობდნენ.

1999 წელს, ჰოი-ანის ძველი ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, როგორც XV-XIX საუკუნეების საუკეთესოდ შემონახული სამხრეთ აზიის სავაჭრო პორტი, სადაც შენობებში ასახულია უნიკალური, ადგილობრივთან შეზავებული უცხოური არქიტექტურა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება