ჰიუმა შაჰ ჰასეკი სულთანი ასევე ცნობილია როგორც თელი ჰასეკი სულთანი და შაჰ სულთანი (თურქ. Hüma Şah Sultan, ოსმ. ھما شاہ سلطان; დ. 1634[1], ჩერქეზეთი — გ. 1672[1], სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის სულთნის, იბრაჰიმ I-ის კანონიერი ცოლი. ჰასეკი სულთანი.

ჰიუმა შაჰ სულთანი
მშობლიური სახელი ھما شاہ سلطان
დაბადების თარიღი 1634
ჩერქეზეთი
გარდაცვალების თარიღი 1672
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
საქმიანობა ჰასეკი სულთანი
მეუღლე(ები) იბრაჰიმ I

ბიოგრაფია რედაქტირება

ჰიუმა შაჰ სულთანი დაიბადა 1634 წელს. ის იყო ჩერქეზული წარმოშობის. მიუხედავად იმისა, რომ იბრაჰიმ I-ს მის გარდა კიდევ რვა ხარჭა ჰყავდა, ჰიუმაშაჰი მისი უსაყვარლესი ხარჭა იყო, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს რომ 1647 წელს მისი გარდაცვალებიდან 8 თვით ადრე მასზე კანონიერად იქორწინა და ჰასეკი სულთნის ტიტულიც უბოძა. ამასთან ერთად სულთანმა თელი ჰასეკი სულთანს იბრაჰიმს-ფაშას სასახლე აჩუქა, ეგვიპტეში. თუმცა ქორწინებამდეც ჰიუმა შაჰი დიდ გავლენით სარგებლობდა სასახლეში. ჰიუმა შაჰ ჰასეკი სულთანი გარდაიცვალა 1672 წელს, სტამბოლში.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 The Imperial House of Osman. GENEALOGY. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-02. ციტირების თარიღი: 2006-05-02.