ჰიონოსფერო (ბერძნ. chion — თოვლი და sphaira — სფერო) — ტროპოსფეროს ნაწილი, რომლის ფარგლებში რელიეფის ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში შესაძლებელია წარმოიქმნას და იარსებოს მრავალწლოვანმა თოვლნარებმა და მყინვარებმა.[1]

ტროპოსფერო, რომლის ქვედა ფენა ჰიონოსფეროა
დედამიწა

ჰიონოსფერო სითბოსა და სინოტივის ისეთი შეთანაწყობა არის, რომლის დროსაც ჰორიზონტალურად და უფრო ზედაპირზე მთელი წლის განმავლობაში მოსული მყარი ატმოსფერული ნალექები ჭარბობს მის გასავალს. ჰიონოსფეროს ზედა საზღვარი ჩვეულებრივ, ყველაზე მაღალი მწვერვალების ზემოთ მდებარეობს და შეესაბამება მყარი ატმოსფერული ნალექების ნულოვან ბალანსს (რომელთა წლიური ჯამი ჩვეულებრივ, მთებში მატულობს გარკვეულ სიმაღლემდე, ხოლო შემდეგ კვლავ იკლებს).[1]

ჰიონოსფეროს ქვედა საზღვარი ხმელეთთან შეხებისას წარმოქმნის თოვლის ხაზს. სინოტივის წყაროდან იგი მატულობს დაცილების შესაბამისად, ხოლო ზეგნების შიდა ნაწილებთან შედარებით უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე მთების ქარპირა კალთებზე. ჰიონოსფერო დედამიწის გარსს აკრავს 10 კმ სიმაღლის გარსით, სამხრეთი ნახევარსფეროს მაღალ განედებში თოვლის ხაზი ჩამოდის ზღვის დონემდე, ხოლო ეკვატორულ სარტყელში იწევა 4–5 კმ-ით.[2]

მთებში დიდი მყინვარული ენები ჰიონოსფეროს ქვემოთ ჩამოდიან, ხოლო ცალკეული პატარა მყინვარები თოვლის მაღალი კონცენტრაციის პირობებში ზოგჯერ მთლიანად ჰიონოსფეროს ქვემოთ ვრცელდებიან.[2]

დედამიწის ატმოსფეროს ფენას, რომელშიც წყლის მყარ ფაზაში არსებობის ხელსაყრელი პირობებია გაბატონებული რუსმა ბუნებისმეტყველმა მიხეილ ლომონოსოვმა — „ატმოსფეროს თოვლჭარბი ფენა“ უწოდა.[2]

ცნება ჰიონოსფერო მეცნიერებაში პირველად შემოიტანა და ჩამოაყალიბა რუსმა გეოგრაფმა სტანისლავ კალესნიკმა. ჰიონოსფეროს შესწავლის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა რუსმა გეოგრაფმა მიხეილ ტრონოვმა.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 გობეჯიშვილი რ., კოტლიაკოვი ვ., გლაციოლოგია, თბ., 2006.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Гляциологический словарь / Под ред В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 528 с.