ჰინდუსტანელები — ეთნიკური ერთობა, ინდოეთის ძირითადი მოსახლენი (245 მლნ). დაახლ. 656 ათ. ინდოეთის ფარგლებს გარეთაა. შედგება მრავალი ადგილობრივი ჯგუფისაგან, რომლებსაც აერთიანებს საერთო ლიტერატურული ენა ჰინდი. მიეკუთვნება ევროპეიდული რასის ინდო-მედიტერანეულ შტოს.


  • სახელები: ფრანგულად - Hindoustanis, Hindoustanais; რუსულად - Хиндустанцы.
  • ენა: ჰინდის დიალექტები.
  • მორწმუნეები: ძირითადად ინდუისტები, ნაწილი ტრადიციული რწმენების მიმდევრები.