ჰიმერის ბრძოლა — ბრძოლა ბერძნებს (სირაკუზას და აგრიგენტის კავშირი) და კართაგენელებს შორის სიცილიაზე კონტროლისათვის ძვ. წ. 480 წელს. კართაგენის არმია განადგურებული იქნა, ხოლო კართაგენის კოლონიებმა ბერძნებს დიდძალი გამოსასყიდი გადაუხადეს. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ჰიმერის ბრძოლა იყო ბერძენ-სპარსელთა ომებისათვის მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა.

სიცილია და სამხრეთ იტალია

ამ ბრძოლის შემდეგ სიცილიაზე აყვავდა ბერძნული ენა და კულტურა.

კართაგენი დაკმაყოფილდა მიზანმიმართულად აფრიკაში ტერიტორიული ექსპანსიით და ამჯერად, 70 წლით მიატოვა სიცილია.

ჰიმერის ბრძოლაზე გვაიმბობს ჰეროდოტე, ასევე, დიოდორე სიცილიელი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მათგანი განსხვავებული სახით წარმოგვიდგენს მას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება