ჰილარი დაფი (ინგლ. Hilary Duff; დ. 28 სექტემბერი, 1987) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მწერალი.

ჰილარი დაფი
დაბადების სახელი ჰილარი ერჰარდ დაფი
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1987 (1987-09-28) (36 წლის)
ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა მსახიობი
მომღერალი
სიმღერების ავტორი
აქტიური 1993-დღემდე
მეუღლე(ები) მაიკ კომრი (2010-2016)
შვილ(ებ)ი 1
ნათესავები ჰეილი დაფი (და)
ჟანრი პოპ-მუსიკა
საცეკვაო პოპი
ლეიბლი Disney Music Group
Hollywood Records
RCA Records
საიტი ოფიციალური საიტი

ბიოგრაფია რედაქტირება

ჰილარი დაფი 1987 წლის 28 სექტემბერს მაღაზიათა ქსელის მეპატრონის ოჯახში დაიბადა. ოჯახი ტეხასის ქალაქ ჰიუსთონში ცხოვრობდა. მოგვიანებით მომავალი მომღერალი დედასთან და დასთან ერთად კალიფორნიაში გადავიდაა საცხოვრებლად, სადაც აქტიურ მუშაობას შეუდგა.

პირველი სასცენო გამოცდილება ჰილარიმ 6 წლის ასაკში ბალეტ „მაკნატუნაში“ მონაწილეობისას შეიძინა. კალიფორნიაში გადასახლების შემდეგ იგი ხელოვნების გზას დაადგა.

პირველი მთავარი როლი ჰილარი დაფმა 1998 წელს ფილმში „კასპერი ხვდება უენდის“ შეასრულა. ჰილარი პროდიუსერებმა შეამჩნიეს. ერთი წლის თავზე ეკრანებზე ჰილარის მონაწილეობით „სულების შემგროვებელი“. ელის როლის შესრულებისთვის ნომინაციაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“ 12 წლის ჰილარიმ ახალგაზრდა მსახიობის ჯილდო მიიღო.

ჰილარი დაფმა დიდი პოპულარობა დისნეის არხის მეშვეობით დაიმსახურა და ემის ჯილდოზე იყო წარდგენილი სერიალ „ლიზი მაკ-გუაიერში“ მონაწილეობისთვის, სადაც იგი თინეიჯერის როლს ასრულებს. 2003 წლის მაისში დაფმა იგივე როლი სერიალის ფართოეკრანიან ვერსიაში შეასრულა. ჰილრიჯის სკოლის დამთავრებისთანავე ლიზი და მისი მეგობრები იტალიაში მიემგზავრებიან, სადაც ჰილარის გმირს ადგილობრივ როკ-ვარსკვლავ იზაბელას მიამსგავსებენ. იქ ლიზი საზიზღარ თინეიჯერისგან ლამაზმან პოპ-მომღერლად იქცევა და ნამდვილი მეგობრობით და სიყვარულით დატკბება.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი სათაური მშობლიური სახელწოდება როლი შენიშვნები
1998 კასპერი ხვდება ვენდის Casper Meets Wendy ვენდი
2002 ადამიანის ბუნება Human Nature ლილა ჯუიტი
2003 აგენტი კოდი ბენქსი Agent Cody Banks ნატალი კონორსი
2003 ლიზი მაკგუაერი The Lizzie McGuire Movie ლიზი მაკგუაერი/იზაბელა პარიჯი
2003 ბითუმად უფრო იაფია Cheaper by the Dozen ლორეინ ბეიკერი
2004 კონკიას ამბავი A Cinderella Story სემ მონტგომერი
2004 აიმაღლე ხმა Raise Your Voice ტერი ფლეტჩერი
2004 სანტას ძიებაში In Search of Santa კრისტალი ხმა
2005 იდეალური მამაკაცი The Perfect Man ჰოლი ჰამილტონი
2005 ბითუმად უფრო იაფია 2 Cheaper by the Dozen ლორეინ ბეიკერი
2006 რეალური გოგონები Material Girls ტანზი მარჩეტა ასევე პროდიუსერი
2008 კორპორაცია ომი War, Inc. იონიკა ბაბუაჰი
2009 დამშვიდდი Stay Cool შანს ო, ნილი
2009 გრეტა Greta გრეტა ასევე აღმასრულებელი
პროდიუსერი
2011 სისხლის ფასი Bloodworth რეივენ ჰაფაკრი
2012 მას მე ვუნდივარ She Wants Me კიმ პაუერსი
2012 ღამე სუპერმარკეტში Foodfight! მზის ქალღმერთი[1] ხმა
2013 ფრთები Wings უინდი ხმა
2014 ფრთები:ზეციური ძალების გმირები Wings: Sky Force Heroes უინდი ხმა
2015 გაურკვეველია Flock of Dudes ამანდა

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

დამატებითი ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Foodfight! Trailer. YouTube. ციტირების თარიღი: 13 October 2014.