ჰითი (ინგლ. Hythe) — პატარა ზღვისპირა ქალაქი კენტის ინგლისურ საგრაფოში.

ქალაქი
ჰითი
ინგლ. Hythe
ქვეყანა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთი ინგლისი
საგრაფო კენტი
კოორდინატები 51°04′17″ ჩ. გ. 1°05′02″ ა. გ. / 51.0716000° ჩ. გ. 1.084000° ა. გ. / 51.0716000; 1.084000
ოფიციალური ენა ინგლისური
მოსახლეობა 14 170 კაცი (2001)
სასაათო სარტყელი UTC±00:00
სატელეფონო კოდი 01303
საფოსტო ინდექსი CT21
ჰითი — გაერთიანებული სამეფო
ჰითი

შუა საუკუნეებში ქალაქს ორი მახლობელი ციხესიმაგრე იცავდა, ესენი არიან სალტვუდისა და ლიმფნის ციხესიმაგრეები.

ქალაქი აშენებულია ნორმანული და გეორგიანული სტილის შენობებით.

ჰითი ერთ-ერთია უძველესი ხუთი პორტის საქალაქო კავშირიდან.

მოსახლეობა — 14 170 კაცი, 45,94 % მამაკაცი და 54,06 % ქალი. მოსახლეობის სიმჭიდროვე: 1154,85 კაცი/კმ². 16 წლამდე ქალაქის მაცხოვრებლების პროცენტული რაოდენობა შეადგენს — 16,82 %; 16-დან 74 წლამდე — 68 %, ხოლო 74 წელზე მეტი ხნის მაცხოვრებლები მოსახლეობის  15,19 %-ს წარმოადგენენ. მცხოვრებთა საშუალო ასაკი შეადგენს 45,78 წელს. მაცხოვრებელთა 93,7 % გაერთიანებული სამეფოდანაა, 2,65 % — ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ხოლო 3,66 % მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

დღესდღეობით ქალაქი წყნარ ადგილად ითვლება და ხშირად სტუმრობენ ბრიტანელი და უცხოელი ტურისტები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰითი&oldid=4077933“-დან