ჰერერო (თავდაპირველად, მბანდუ) — სამხრეთ აფრიკის ნაწილში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი. მათი უმეტესობა ცხოვრობს ნამიბიაში, მცირე ნაწილი ბოტსვანასა და ანგოლაში. 2013 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა შეადგენს 250 ათას ადამიანს. ისინი საუბრობენ ბანტუს ჯგუფის ჰერერო ენაზე.

ჰერეროები ტრადიციულ სამოსელში. XIX ს. ბოლო
ჰერეროს ქალები ტრადიციულ სამოსელში

რელიგიურად მოსახლეობის ნაწილი პროტესტანტია, ნაწილი მისდევს ტრადიციულ ხალხურ რწმენა-წარმოდგენებს.

მათი ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა, თუმცა ნამიბიაში, უმრავლეს შემთხვევაში, ისინი საქმიანობენ ფერმებში და ვაჭრობენ, ქალაქებში ძირითადად მისდევენ ვაჭრობასა და ხელოსნობას. ანგოლაში ჰერერო ხალხი მისდევს, ძირითადად, მესაქონლეობას. ნამიბიის ტერიტორიაზე ჰერეროები ცხოვრობენ ტომობრივ ჯგუფებად კაოკოლენდეში, სადაც მათ სიახლოვეს ცხოვრობს ჰიმბას ტომის ხალხი.

1904—1907 წწ. აჯანყების დაცემის შემდეგ გერმანული ჯარების მიერ განადგურებული იქნა 65 000 (ტომების 80%) ადამიანი ჰერეროს ტომიდან.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ნამიბიის ისტორია

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება