ჰეპტაგონი (ბერძნ. heptagon სიტყვიდან hepta - შვიდი) გეომეტრიაში ჰქვია პოლიგონს შვიდი გვერდითა და შვიდი კუთხით. წესიერ ჰეპტაგონში, რომლის ყველა გვერდი და კუთხე ტოლია, მისი გვერდები ერთმანეთს 128,6 გრადუსზე ჰკვეთს. მისი შლეფლის სიმბოლოა {7}. წესიერი ჰეპტაგონის ფართობი გვერდის სიგრძით s მოცემულია ფორმულით:

წესიერი ჰეპტაგონი.

წესიერი ჰეპტაგონის კონსტრუქცია ფარგალ-სახაზავის სტანდარტული მეთოდით შეუძლებელია, თუმცა მისი დახაზვა შეიძლება მონიშნული სახაზავითა და ფარგლით.

დიდ ბრიტანეთს ამჟამად აქვს ორი ჰეპტაგონალური მონეტა, ორმოცდაათ პენსიანი და ოცპენსიანი. 20 ევროცენტიანსაც მსგავსი ფორმა აქვს, თუმცა ამ მონეტების ფორმა უფრო კურვილინეარული ჰეპტაგონია: მისი გვერდები გამობურცულია, რათა მონეტა ავტომატურ გადასახდელ მანქანაში არ გაიჩხიროს.

ჰეპტაგონს ხშირად სეპტაგონსაც უწოდებენ, სადაც ”სეპტ-” არის ლათინური ძირის ნუმერიკული პრეფიქსი შვიდისთის, მაშინ როდესაც ”ჰეპტა-” იგივეს აღნიშნავს ბერძნულად.