ჰენრი სტივენზ ვაშინგტონი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაშინგტონი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჰენრი სტივენზ ვაშინგტონი (ინგლ. Henry Stephens Washington; დ. 15 იანვარი, 1867 — გ. 7 იანვარი, 1934) — ამერიკელი პეტროგრაფი და გეოქიმიკოსი. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი (1886).[1] გამოკვლევებს ატარებდა საბერძნეთში, მცირე აზიაში, იტალიაში, ესპანეთში, ბრაზილიასა და აშშ-ში. 1912 წლიდან მუშაობდა კარნეგის ინსტიტუტის გეოფიზიკურ ლაბორატორიაში. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა ქანების ქიმიური ანალიზის მეთოდების დამუშავების, აგრეთვე ამონთხეული ქანების ქიმიური ანალიზის შეჯამების საკითხებს. ვაშინგტონი ქანების ქიმიური კლასიფიკაციის ერთ-ერთი ავტორია. ფრანკ უიგლსუორთ კლარკთან ერთად შეისწავლა ქიმიური ელემენტების გავრცელება დედამიწის ქერქში. მოგვცა დედამიწის გეოქიმიურ ზონებად დაყოფის ერთ-ერთი სქემა. ვულკანოლოგიაში წამოაყენა ჰიპოთეზა ვულკანური არხების აირებით გალღობის შესახებ და აღნიშნა, რომ გამოყოფილი ლავის შედგენილობა დამოკიდებულია ვულკანის მდებარეობაზე.[2]

ჰენრი სტივენზ ვაშინგტონი
დაბ. თარიღი 15 იანვარი, 1867
დაბ. ადგილი ნიუარკი, ნიუ-ჯერსი, აშშ
გარდ. თარიღი 7 იანვარი, 1934 (66 წლის)
გარდ. ადგილი ვაშინგტონი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა გეოლოგი
მუშაობის ადგილი იელის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი

სქოლიო რედაქტირება