ჰენდრიკ ანტონი კრამერსი

ნიდერლანდელი ფიზიკოსი

ჰენდრიკ ანტონი კრამერსი (ნიდერლ. Hendrik Anthony Kramers; დ. 17 დეკემბერი, 1894, როტერდამი — გ. 24 აპრილი, 1952, ესტგესტი) — ატომური ფიზიკის თანამედროვე კონცეფციის ერთ-ერთი პირველი ავტორი, ჰოლანდიელი ფიზიკოსი.

ჰენდრიკ ანტონი კრამერსი
ნიდერლ. Hans Kramers[1]
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1894(1894-12-17)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი როტერდამი[6] [1]
გარდ. თარიღი 24 აპრილი, 1952(1952-04-24)[7] [8] [9] [1] [10] [11] [12](57 წლის)
გარდ. ადგილი Oegstgeest[1]
მოქალაქეობა  ნიდერლანდების სამეფო[1] [10]
საქმიანობა ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი[1] [13] [10]
მუშაობის ადგილი უტრეხტის უნივერსიტეტი[1] , დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტი[13] , ლეიდენის უნივერსიტეტი[10] , კოპენჰაგენის უნივერსიტეტი[7] და Bataafse Petroleum Maatschappij[7]
ალმა-მატერი ლეიდენის უნივერსიტეტი[7] და კოპენჰაგენის უნივერსიტეტი[7]
ჯილდოები ლორენცის მედალი[7] და ჰიუზის მედალი[7]

ბიოგრაფია რედაქტირება

1895 წელს ნიდერლანდიებში დაიბადა ატომის ფიზიკის თანამედროვე კონცეფციების ერთ-ერთი პირველი ავტორი ჰენდრიკ ანტონი კრამერსი. უმაღლესი განათლება მან მიიღო ლეიდენის უნივერსიტეტში. იმ პერიოდში უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრას სათავეში ედგა ჰ. ლორენცი. ყმაწვილი კრამერსი ცხოველი ინტერესით უსმენდა ჩვენი საუკუნის ამ დიდი ფიზიკოსის ლექციებს. ჭაბუკის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის მას.

ჰედრიკ ანტონი კრამერსკის შრომები რედაქტირება

ლეიდენის უნივერსიტეტის მდიდარი ტრადიციებით აღჭურვილი კრამერსი 1916 წელს მიემგზავრება დანიაში და მუშაობას იწყებს კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ნილს ბორის მიერ ახლადშექმნილ თეორიული ფიზიკის კათედრაზე; 21 წლისა მონაწილეობას ღებულობს ნილ ბროსის ერთ-ერთი შრომის დასრულებაში, 1920 წელს კი, როდესაც თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი დაკომპლექტდა, კრამერსი გახდა პირველი ასისტენტი. მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კრამერსისათვის კოპენჰაგენში გატარებული ათი წელი. ეს იყო შემოქმედებითი ძიების, მეცნიერული აღმავლობის, დაუღალავი შრომის, ცდებისა და გამარჯვების წლები.ფიზიკა იმ ხანებში დიდი გარდატეხისა და ძვრების მიჯნაზე იყო. ფიზიკოსები ექსპერიმენტების ანალიზის დროს წამოჭრილ წინააღმდეგობათა გამო იძულებული ხდებოდნენ გადაესინჯათ ცნებათა კლასიკური სამყარო. კვანტური მექანიკა პირველ ნაბიჯებს დგამდა. კრამერსი გაიტაცა დასმულმა პრობლემებმა და დიდი წარმატებით შეასრულა მთელი რიგი მნიშვნელოვანი გამოკვლევები, რომელთაგან ერთ-ერთი ლეიდენის უნივერსიტეტში წარადგინა სადოქტორო დისერტაციის დასაცავად. ეს სტატია, რომელიც პირველად დაიბეჭდა დანიის მეცნიერებათა აკადემიის „შრომებში“, ეხებოდა ელექტრულ ველში წყალბადის სპექტრის შესწავლის საკითხებს. ასევე დიდი ოსტატობით შეუდგა იგი ჰელიუმის ატომში ელექტრონების მოძრაობით მათემატიკური პრობლემების გადაჭრას, მაგრამ გადამწყვეტ შედეგს კრამერსკმა მიაღწია ელექტრონთა ჩქარი მოძრაობით გამოწვეული მაღალი სიხშირეების გამოსხივების სტრუქტურის ახსნით. რამაც დიდი წვლილი შეიტანა ასტროფიზიკური მეცნიერების განვითარებაში.

კრამერსკის შრომებიდან უდიდეს მიღწევად ითვლება მისი დისპერსიის ზოგადი თეორია. გამოსხივების დისპერსიის საკითხებისადმი ინტერესი კრამერსს აღეძრა ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში. 1924 წელს კრამერსკი პირველი იყო ვინც უდიდეს წარმატებას მიაღწია სპექტრის წარმოშობის საკითხებში დისპერსიის მოვლენასა და კვანტურ კონცეფციებს შორის მჭიდრო კავშირის ახსნისას. დისპერსიის კლასიკური თეორია ეყრდნობოდა ცნებებს ნივთიერებაზე, შედგენილს ელექტრული ოსცილატორებისაგან, რომლებიც ელექტრომაგნიტური ველის გავლენით პოლარიზდებიან და იწყებენ რხევით მოძრაობას. კრამერსმა დამატება შეიტანა ამ ფორმულაში. ლადენბურგი გულისხმობდა, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივების გარეშე ყველა ატომი იმყოფება ძირითად მდგომარეობაში, კრამერსი კი უშვებდა, რომ შესაძლოა შემთხვევები, როცა ელექტრომაგნიტური ველის გარეშეც ატომები იმყოფებოდეს აღგზნებულ მდგომარეობაში. კრამერსის წინასწარმეტყველება გამართლდა: რამდენიმე წლის შემდეგ აღმოჩენილ იქნა უარყოფითი დისპერსიის მოვლენა აირული განმუხტვის დადებით სვეტში სინათლის გავლის დროს.

დისპერსიის კვანტურმა თეორიამ უარყო ატომის შესახებ მოდელური წარმოდგენები. ამ თეორიის თვალსაზრისით, ატომი განიხილება როგორც ვირტუალური, ჰარმონიული ოსცილატორების უსასრულო ერთობლიობა გარკვეული მომენტით. კრამერსმა თავისი უნარიანი შრომით დანიის სამეცნიერო წრეებში დიდი პატივისცემა და ავტორიტეტი დაიმსახურა. იგი აირჩიეს დანიის მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრად. 1926 წელს, მან დატოვა კოპენჰაგენი და გადავიდა უტრენტში, ხოლო შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ ლეიდენის უნივერსიტეტს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი დანიის დელეგაციასთან ერთად მიემგზავრება ამერიკაში, ატომური ენერგიის გაერთიანებულ ეროვნულ კომიტეტში, სადაც მას ერთხმად ერჩევან გამოყენებითი ფიზიკის კომისიის პრეზიდენტად.

ჰედრიკ კრამერსი გარდაიცვალა 1952 წლის 24 აპრილს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, გვ., 517-521, თბ., 1973

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 Catalogus Professorum Academiae Rheno-Traiectinae
  2. https://www.dwc.knaw.nl/DL/levensberichten/PE00001384.pdf
  3. Dictionary of Scientific Biography / C. C. GillispieCharles Scribner's Sons, 1970.
  4. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  5. https://books.google.cat/books?id=1ggDCAAAQBAJ — გვ. 3.
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #118823922 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  8. Hendrik Anthony Kramers — 2009.
  9. KNAW Past Members
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Leidse Hoogleraren
  11. Dansk Biografisk Lexikon
  12. Hendrik Anthony Kramers
  13. 13.0 13.1 dataset Library TU Delft — 2017.