ჰელატები, ჰელატური კავშირები (ლათ. chelate-დან — „მარწუხი“), აგრეთვე შიდაკომპლექსური ან ციკლური კომპლექსური კავშირები — მარწუხისებრი კომპლექსური კავშირები, წარმოიქმნება პოლიდენტატურ (ანუ რამდენიმე დონორული ცენტრის მქონე) ლიგანდებთან ლითონის იონების ურთიერთქმედებით. ჰელატები შეიცავენ ცენტრალურ იონს (ნაწილაკს) — კომპლექსწარმომქმნელს და მის გარშემო კოორდინირებულ ლიგანდებს. ჰელატის შიდა სფერო შედგება ციკლური დაჯგუფებებისგან, რომლებიც მოიცავენ კომპლექსწარმომქმნელს.

ლითონის იონისა და ეთილენდიამინტეტრაუქსუსის მჟავის ჰელატი

ზოგჯერ განასხვავებენ ჰელატური და შიდაკომპლექსური კავშირების ცნებებს. მეორე განსაზღვრებას იყენებენ იმ შემთხვევაში, როცა ატომი-კომპლექსწარმომქმნელი კავშირში ანაცვლებს ლიგანდის პროტონს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Хелаты/Химическая энциклопедия. Т. 5 в 5 т. — М.: Большая Российская Энциклопедия, 1998 — с.224-225.
  • Стид Дж. В., Этвуд Дж. Л.Супрамолекулярная химия. Т. 1. — М.: Академкнига, 2007 — с. 38-41.