ჰეგელიანელობაჰეგელის მოძღვრების შინაგან წინააღმდეგობათა გამოვლენის შედეგად წარმოშობილი მიმდინარეობა XIX საუკუნის 30-40-იანი წლების გერმანიაში. ჰეგელიანელები იყოფოდნენ მემარცხენეებად და მემარჯვენეებად. მემარცხენე ანუ ახალგაზრდა ჰეგელიანელები (დ. შტრაუსი, ბ. ბაუერი და სხვა) მემარჯვენე ანუ ძველ ჰეგელიანელების (კ. გეშელი, ჰ. ჰინრიხსი, გ. გაბლერი და სხვა) წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერდნენ ჰეგელის დიალექტიკას, აკრიტიკებდნენ რელიგიას, კერძოდ ქრისტიანობას. მემარჯვენე ჰეგელიანელები კი, პირიქით, ჰეგელის ფილოსოფიის მიზნად და საბოლოო პუნქტად მიიჩნევდნენ რელიგიურ და ფილოსოფიურ სიმპიოზს, უარყოფდნენ დიალექტიკას. შინაარსობრივად ეს ბრძოლა იყო პოლიტიკური ბრძოლა ახალი იდეების მატარებელ იდეოლოგებსა და პოლიტიკაში რეაქციონერებს შორის. მემარცხენე ჰეგელიანელებს ეკუთვნოდნენ ადრეულ პერიოდში ლ. ფოიერბახი, კ. მარქსი და ფ. ენგელსი. 1844 წლიდან მარქსმა და ენგელსმა გააკრიტიკეს ჰეგელიანელობა და ახალი, მატერილაისტური მსოფლმხედველობა შეიმუშავეს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჰეგელიანელობა კვლავ აღორძინდა ევროპაში. XX საუკუნის დამდეგს ჰეგელიანელობა ნეოჰეგელიანელობაში გადაიზარდა.

ლიტერატურა რედაქტირება