ჰაქან ჩალჰანოღლუ (თურქ. Hakan Çalhanoğlu; დ. 8 თებერვალი, 1994) — გერმანიაში დაბადებული თურქი ფეხბურთელი. თამაშობს იტალიურ კლუბ „ინტერ მილანში“. ცნობილია საჯარიმო დარტყმების კარგი შესრულებით.[1]

ჰაქან ჩალჰანოღლუ
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
8 თებერვალი, 1994 (1994-02-08) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
მანჰაიმი, გერმანიის დროშა გერმანია
სიმაღლე 178 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი,
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ინტერ მილანი
ნომერი 20
ახალგაზრდული კარიერა
ტურანსფორი (მანჰაიმი)
–2001 პოლიცაი (მანჰაიმი)
2001–2009 ვალდჰოფ მანჰაიმი
2009–2011 კარლსრუე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011–2013 კარლსრუე 50 (17)
2013–2014 ჰამბურგი 32 (11)
2014–2017 ბაიერი 79 (17)
2017–2021 მილანი 135 (22)
2021– ინტერ მილანი 15 (6)
ეროვნული ნაკრები
2010 თურქეთი 16 წლ. 6 (1)
2010–2011 თურქეთი 17 წლ. 11 (1)
2011–2013 თურქეთი 19 წლ. 15 (5)
2012–2013 თურქეთი 20 წლ. 8 (1)
2012–2014 თურქეთი 21 წლ. 2 (0)
2013– თურქეთი 59 (13)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 დეკემბერი, 2021

კარიერა დაიწყო „კარლსრუეში“ 2010 წელს. 2013 წელს გადავიდა „ჰამბურგში“, სადაც მხოლოდ ერთი წელი დაჰყო. 2014 წელს 14.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა გერმანულ კლუბ „ბაიერს“.[2] 2017 წელს 20 მილიონად შეისყიდა „მილანმა“.

იმის მიუხედავად, რომ ჰაქან ჩალჰანოღლუ დაიბადა გერმანიაში, მან თურქეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში ამჯობინა. მისი დებიუტი ნაკრებში შედგა 2013 წელს. მონაწილეობა აქვს მიიღებული 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mannion, Damian. Arsenal transfer news: the starlet being compared to Ozil. Talksport (11 დეკემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2015.
  2. Advantage Leverkusen as classy Calhanoglu cements status as rising star. Goal.com (26 თებერვალი, 2015). ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2015.