ჰართვისის მუხა, კოლხური მუხა (ლათ. Quercus hartwissiana, Quercus armeniaca) — 25--მდე სიმაღლის ხეა და საქართველოს ფლორის ერთ-ერთი იშვიათი, უძველესი სახეობაა; სწრაფმზარდი, მაღალხარისხოვანი მერქნის მქონე დეკორატიული მცენარეა; უმთავრესად გვხვდება დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა); აღმოსავლეთ საქართველოდან კი დღეისათვის მხოლოდ შიდა კახეთიდანაა (ბაბანეური) ცნობილი. საქართველოს გარეთ – შავი ზღვის სანაპირო (მზიმთის აუზიდან გელენჯიკამდე), მცირე აზია, იმიერკავკასია.

ჰართვისის მუხა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  წიფლისებრნი
გვარი:  მუხა
სახეობა:  ჰართვისის მუხა
ლათინური სახელი
Quercus hartwissiana, Quercus armeniaca
დაცვის სტატუსი
en:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 43100786

იზრდება კოლხეთის ფოთლოვან ტყეში იმერეთის მუხასთან ერთად, თიხნარ, ეწერ, ყომრალ, კარბონატულ, წითელმიწა დაჭაობებულ ნიადაგებზე მთის ქვედა და შუა სარტყლებში 200 მ-დან 1200-1400 მ-მდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან. გვხვდება ერთეულებად ან პატარ-პატარა ჯგუფებად. ზოგჯერ დაბლობებში ქმნის ტყეებს, რომელთა ფართობი ძალიან მცირეა. მრავლდება თესლით და ვეგეტაციურად (ძირკვის ამონაყრით), 2-3 წელში ერთხელ უხვად მსხმოიარობს.