ჰანა მონტანა (ინგლ. Hannah Montana) — ამერიკული ტელესერიალი, რომლის დებიუტიც შედგა 2006 წლის 24 მარტს ტელეარხ Disney Channel-ის ეთერში, და ასევე პარალელულად ABC-ს ეთერში. 2006-20011 წლებში გამოვიდა ჰანა მონტანას 4 სეზონი და როგორც ფილმის შემქმნელები ამბობენ, მის გაგრძელებას აღარასოდეს გადაიღებენ, რადგანაც იგი უკვე ჩაანაცვლა სერიალმა „წარმატებებს გისურვებ, ჩარლი“.

ჰანა მონტანა

სერიალის ლოგო
ავტორი მაიკლ პორეისი
რიჩარდ კორელი
ბერი ო’ბრაიანი
მონაწილეობენ მაილი საირუსი
ემილი ოსმენტი
მიშელ მუსო(1-3 სეზონი)
ჯეისონ ერლსი
მოიზეს არიასი(2-4 სეზონი)
ბილი რეი საირუსი
ქვეყანა აშშ
სეზონი 4
ეპიზოდი 98
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი მაიკლ პორისი
ხანგრძლივობა 23-24 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი Disney Channel
ეთერში 2006 24 მარტი2011 16 იანვარი
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალის მთავარი გმირია გოგონა რომელიც „ორმაგი ცხოვრებით“ ცხოვრობს: მისი ნამდვილი სახელია მაილი სტიუარტი, რომელიც ტიპური ამერიკელი გოგონაა. ხოლო როდესაც იგი პარიკს იხურავს უკვე ნამდვილი ვარსკვლავია, და მას ჰანა მონტანა ჰქვია. მაილის საიდუმლო არავინ იცის გარდა ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრებისა.

სერიალი რამდენიმეჯერ იყო წარდგენილი ემის ჯილდოზე 2007-2010 წლებში.

2009 წლის 10 აპრილს გამოვიდა მხატვრული ფილმი - „ჰანა მონტანა“.

სერიალის 4 სეზონს ეწოდა „ჰანა მონტანა სამუდამოდ“. მისი ბოლო, ერთსაათიანი სერია გამოვიდა 2011 წლის 16 იანვარს.

მსახიობთა ჯგუფი რედაქტირება

ეპიზოდების სია რედაქტირება

სეზონი ეპიზოდი გამოსვლის თარიღი (აშშ)
სეზონის პრემიერა სეზონის ფინალი
1 26 24 მარტი 2006 30 მარტი 2007
2 29 23 აპრილი 2007 12 ოქტომბერი 2008
3 30 2 ნოემბერი 2008 14 მარტი 2010
4 13 11 ივლისი 2010 16 იანვარი 2011

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება