ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზი

ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზი (ინგლ. Hammersmith & City Line) — ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი ხაზია. მეტროპოლიტენის სქემაზე იგი ვარდისფრადაა აღნიშნული. აღსანიშნავია, რომ უწინ იგი მეტროპოლიტენის ხაზის ნაწილი იყო და შესაბამისად, მის შემადგენლობაშია მსოფლიოში უძველესი მონაკვეთი — მეტროსადგურ ფარინგდონიდან პადინგტონამდე, რომელიც 1863 წლის 10 იანვარს გაიხსნა. ხაზი დასავლეთ ლონდონიდან აღმოსავლეთ ლონდონისკენაა გადაჭიმული. სულ 28 სადგურიდან, 14 მიწისქვეშაა. დატვირთვის მიხედვით, იგი მეათეა ქალაქში.

ჰამერსმით-ენდ-სიტი
ფერი სქემაზე: ვარდისფერი
გახსნის წელი: 1863
ხაზის ტიპი: მიწისქვეშა
მოძრავი შემადგ.: C
მოქმედი სადგური: 28
სიგრძე (კმ): 26.5
სიგრძე (მილი): 16.5
დეპოები: ჰამერსმითი
ნისდენი
მგზავრ. რაოდენობა: 45 845 000 (წელიწადში)
ტრანსპორტ ფორ ლონდონის
რკინიგზის ხაზები
ლონდონის მეტროპოლიტენის ხაზები:
  ბეიკერლოო
  ცენტრალური
  წრიული
  დისტრიქტი
  ჰამერსმით-ენდ-სიტი
  საიუბილეო
  მეტროპოლიტენი
  ნორთერნი
  პიკადილი
  ვიქტორია
  ვატერლოო-ენდ-სიტი
სხვა ხაზები:
  დოკლენდსის მსუბუქი რკინიგზა
  Tramlink
  Overground

ისტორია რედაქტირება

ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზი 1988 წლამდე მეტროპოლიტენის ხაზის განშტოება იყო, თუმცა ბოლო წლებში ის უფრო ცალკე ხაზის სახით ფუნქციონირებდა, რომლის ნაწილს ჰამერსმითიდან ბეიკერის ქუჩამდე და ლივერპულის ქუჩიდან ბარკინგმადე მეტროპოლიტენის ხაზი არ იყენებდა და, შესაბამისად, არც ამ ხაზის რუკაზე იყო დატანილი. ეს ხაზი ასევე იყენებდა C ტიპის ელმავლებს, ნაცვლად მეტროპოლიტენის ხაზის A ტიპის ელმავლებისა. ვინაიდან ეს ცვლილება შედარებით ახალია, მრავალ სადგურზე დღემდე შემორჩა ფირნიშები და ლითონის რუკები, რომლებიც მიხედვით ეს სადგურები მეტროპოლიტენის ხაზს ეკუთვნის.

ხაზის სახელწოდება მომდინარეობს ჰამერსმითისა და სიტის რკინიგზიდან (Hammersmith and City Railway - H&CR), 5 კმ სიგრძის ნაწილი ჰამერსმითის სადგურსა და ვესტბორნ პარკს შორის, რომელიც 1864 წელს გაიხსნა და რომელიც ერთობლივად ააგო და ექსპლოატაციას უწევდა მეტროპოლიტენი და სარკინიგზო კომპანია Great Western Railways 1864-68 წლებში.

მატარებლები რედაქტირება

სქემა რედაქტირება

 
ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზის გეოგრაფიულად ზუსტი სქემა

სადგურები რედაქტირება

   ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზი
ჰამერსმითი    
ჰამერსმითის დეპო
გოლდჰოკ როუდი
შეფერდს ბუშ მარკეტი
ვუდ ლეინი
ცენტრალური ხაზი
ლეტიმერ როუდი
ლედბროკ გროუვი
გრეიტ ვესტერნ მაინ ლაინი
უესტბურნ პარკი
როიალ ოუკი
პადინგტონი(ჰამერსმით-ენდ-სიტი)  
პადინგტონი(წრიული/დისტრიქტი)    
ეჯვარ როუდი    
მეტროპოლიტენის ხაზი
ბეიკერ სტრიტი      
მეტროპოლიტენის ხაზი
გრეიტ პორტლენდ სტრიტი
იუსტონ სკვერი (  იუსტონი)
კინგს კროს სენტ პანკრასი        
ტემზლინკი (სენტ პანკრასის მიმართულებით)
ფარინგდონი  
ტემზლინკი (ბლეკფრაიარსის მიმართულებით)
ბარბიკენი  
მურგეიტი    
ლივერპულ სტრიტი        
წრიული/მეტროპოლიტენის ხაზი
ელდგეიტი(წრიული/მეტროპოლიტენი)
დისტრიქტის ხაზი
ელდგეიტ ისტი  
უაიტჩეპლი
სტეპნი გრინი
ცენტრალური ხაზი
მაილ ენდი  
ცენტრალური ხაზი
ლ.ტ.ს.-ის ხაზი (ფენჩარჩ სტრიტის მიმართულებით)
ბოუ როუდი (  ბოუ ჩარჩი)
ბრომლი-ბაი-ბოუ
ვესტ ჰემი    
პლეისტოუ
აპტონ პარკი
ისტ ჰემი
ბარკინგი      
დისტრიქტის ხაზი გრძელდება

(დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ)

უერთდება წრიულ და დისტრიქტის ხაზებს

უერთდება მეტროპოლიტენის ხაზს

შორდება წრიულ და მეტროპოლიტენის ხაზებს; უერთდება დისტრიქტის ხაზს

სამომავლო გეგმები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება